,,ვიცი, დიდ ტკივილს მოგაყენებთ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს” – დარეჯან გუჯეჯიანი

,,ვიცი, დიდ ტკივილს მოგაყენებთ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს" - დარეჯან გუჯეჯიანიდარეჯან გუჯეჯიანი წერს ლია გოგელიაზე, რომელსაც ქართული კინოს განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი და ახლა უმძიმეს მდგომარეობაშია.

,,ის, რასაც ახლა გეტყვით, ნებისმიერ ინტელექტუალსა და მოაზროვნეს დიდ ტკივილს მოგაყენებთ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. დღეს ჩვენ დიდი მოკრძალებითა და ტკივილით, დახმარებას გვთხოვს ცნობილი რეჟისორი, ქალბატონი ლია გოგელია. ნებისმიერს, ვისაც უნახავს ფილმი ,,ქვევრი”, ,,ხარება და გოგია”, ან “,,იდიოდა მატარებელი” , სახელი ლია გოგელია უამრავ რამეს ეუბნება.მისი ცხოვრება საქართველოს კინოს ისტორიის ფეხდაფეხ მოდიოდა ათობით წელი, ახლა კი გზები გაიყო, და ქალბატონი ლია დახმარებას ითხოვს ჩვენგან.

დღეს ის უბრალოდ მარტოხელა მოხუცია, რომელსაც სასწრაფოდ სჭირდება სამედიცინო დახმარება. მარტოხელა, ავადმყოფ მოხუც ქალს სულიერი ტკივილი მეტი აქვს ამ სამყაროში. ეს კეთილშობილი ქალბატონი ერთია იმათთაგან, ვინც ჩვენი ქვეყნის კულტურის ისტორიას ქმნიდა, და ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოება, ვალდებულები ვართ, გავუწოდოთ მას დახმარების ხელი.
გთხოვთ დავეხმაროთ მარტოხელა ლიანა ბებოს
დანიშნულებაში #ლიანაბებოს
აქვე მიუთითებ ანგარიშის ნომრებს
თიბისი #GE22TB7687145064300015

საქ..#GE45BG0000000345975720

ლიბ.#GE42LB0711179557431000

ფეიფალი.nadiko-gujejiani@hotmail.com
საერთაშორისო გზავნილები ..მიმღები დარეჯან გუჯეჯიანი