ირმა ინაშვილი: ,,ბადრი ჯაფარიძეს კაფეში შევხვდი, სინდისი საერთოდ აღარ გაქვთ?! რა კონსპირაციული!”

ირმა ინაშვილი: ,,ბადრი ჯაფარიძეს კაფეში შევხვდი, სინდისი საერთოდ აღარ გაქვთ?! რა კონსპირაციული!",,პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი ეხმაურება მისი და ,,ლელოს” ლიდერ ბადრი ჯაფარიძის შეხვედრასთან დაკავშირებულ სიუჟეტებს და წერს:

,,სიტყვა ,,კონსპირაციული” რას ნიშნავს, იქნებ რედაქტორებმა განუმარტონ ,,რუსთავი-2″-ისა და ,,იმედის” ჟურნალისტებს. მართლა სასაცილოა, როცა დღისით, მზისით, თბილისის ცენტრში, კაფეში ვხვდები ჩემს კოლეგას, ბადრი ჯაფარიძეს და ეს შეხვედრა სახელისუფლებო არხების მხრიდან შეფასებულია, როგორც ,,კონსპირაციული”. სინდისი საერთოდ აღარ გაქვთ?! ყოველგვარ უზნეობას ხომ უნდა ჰქონდეს საზღვარი?! ვინ გავალებთ ამას, რატომ გავალებთ, რისი მიღწევა უნდა?! არ გრცხვენიათ?! კოლექტიური ,,რეალ tv” გახდით, ყოჩაღ! ეს ერთი.

მეორე – ბადრი ჯაფარიძეს დიდიხანია ვიცნობ. ასევე, დიდიხანია ბადრი ჯაფარიძეს იცნობს დავით თარხან-მოურავი, ეს გასაკვირი არ უნდა იყოს. საქართველოში ადამიანურ ურთიერთობებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ბადრის ვიცნობთ, პატივს ვცემთ, ამ ურთიერთობას შევინარჩუნებთ…
მაგრამ ამას კავშირი არა აქვს არჩევნებთან.

ბადრი ჯაფარიძეს ათასჯერ შევხვედრივარ და არავინ დაინტერესებულა. დღეს შევხვდი და სახელისუფლებო არხები მაინცდამაინც ახლა დაინტერესდნენ ჩვენი შეხვედრით. ისე, უფლებამოსილებას უკანონოდ რომ გვართმევდნენ მე და ჩვენი გუნდის წევრებს, მაშინ არც ,,რუსთავი-2″ დაინტერესებულა და არც ,,იმედი”…

,,ქართული ოცნება” გაავებულად (რატომღაც) მაინცდამაინც ჩვენ რომ გვებრძვის, არც ამითი დაინტერესებულა “რუსთავი-2″ ან ,,იმედი” და დღეს ბადრის რატომ შევხვდი, ეს აინტერესებთ თურმე. სინამდვილეში შუალედური არჩევნების თემა აინტერესებთ და პარტიის ოფისში მობრძანებულ სახელისუფლებო ტელეარხებს გავეცი ამ კითხვაზე საჯარო პასუხი.
არ მონაწილეობს პატრიოტთა ალიანსი ამ არჩევნებში და საერთო კანდიდატიც არ გვეყოლება! არჩევნებში მონაწილეობას აზრი მაშინ ექნება, როცა სისტემა ნამდვილად შეიცვლება”.