ელენე ფოჩხუა: ,,ოოოხ, როგორ მენატრება”

ელენე ფოჩხუა: ,,ოოოხ, როგორ მენატრება"მომღერალი ელენე ფოჩხუა უდიდეს ტკივილს ატარებს. რამდენიმე წლის წინ მას ძმა მოუკლეს – ახალგაზრდა და ნიჭიერი რეჟისორი გიორგი ფოჩხუა.

,,დღეს ამ კეთილი ბიჭის დაბადების დღეა, ჩემი გიოსი. ოოოოხ, როგორ მენატრება”, – დაწერა ელენემ სოციალურ ქსელში.

,,გიორგისთან ერთად მეც მოვკვდი, ოღონდ მართლა. სამსახურში მეკითხებიან, სულ ასეთი მხიარული ხარო. არავის გავაგებინებ და არც ვანახვებ, რა ტკივილი მაქვს გულში. გასაგებია, რაც მოხდა, მაგრამ სხვამ რა დააშავა, შენი დარდი რატომ უნდა მოახვიო თავს. შეიძლება, სახლში დავჯდე, ვიტირო და ვიბღავლო. არ აქვს მნიშვნელობა, დილაა თუ ღამე”, – ყვება ელენე ერთ-ერთ ინტერვიუში.