სალომე ტეტუნაშვილის ადვოკატი: ,,ახსოვს ბიჭების ბევრი ჯგუფი… დაზიანებები აქვს”

სალომე ტეტუნაშვილის ადვოკატი: ,,ახსოვს ბიჭების ბევრი ჯგუფი... დაზიანებები აქვს"ქართველი ემიგრანტის, სალმე ტეტუნაშვილის პოვნის შემდეგ გაცილებით ბევრი კითხვა გაჩნდა, ვიდრე იმ 5 დღის განმავლობაში არსებობდა, როცა ის გაუჩინარებული იყო. არავინ იცის, ახალგაზრდა ქალს რა შეემთხვა, რადგან ის ფსიქოლოგიურ სტრესშია და მეხსიერების ჩავარდნებიც აქვს. ის ფრაგმენტები კი, რასაც იხსენებს, ძალიან მძიმე მოსასმენია. მას ფრაგმენტულად ახსოვს სახლიდან გამოსვლა, ბიჭების ბევრი ჯგუფი. არ იცის, როგორ მივიდა კლინიკამდე, რომელიც იტალიელი ქალის სახლიდან, რომელსაც უვლიდა, 24 კილომეტრით არის დაშორებული.

ადვოკატი ინგა სიხარულიძე სალომეს გამოკითხვას ესწრებოდა. ის ,,პირველებთან” სალომეს ნაამბობს ასე გადმოსცემს და ყვება:

-ახლა ყველაფერი სათვალთვალო კამერების ჩანაწერებზეა დამოკიდებული – გამომძიებლებმა უნდა გაარკვიონ, გაიყვანეს თუ თვითონ გავიდა სახლიდან, სად მიდის ტეტუნაშვილის კვალი. ყველაფერი ჩანაწერების გაშიფვრის შემდეგ გახდება ცნობილი.

მეხსიერების ჩავარდნები აქვს, რაღაც დეტალები ახსოვს, რაღაცას ვერ იხსენებს. აცხადებს, რომ სახლიდან გამოვიდა, თუმცა არ ახსოვს, ზარი მიიღო თუ თავისი ნებით იყო თუ რა მოხდა. ის არ ამბობს, რომ მანქანით დატოვეს. ახსოვს ბიჭების ბევრი ჯგუფი, რომლებმაც უთხრეს, რომ… კარები გაიღო და უთხრეს, აქეთ წადიო… ამ საავადმყოფომდე ფეხით იარა და ორ დღეში აღმოჩნდა იქ. ფსიქიატრიულ კლინიკამდე საკმაოდ შორია, 24 კილომეტრი ახალგაზრდა გოგომ ჩუსტებით როგორ გაიარა?! თავი სტკივა და ნიკაპი აქვს დაზიანებული, თუმცა არ ახსოვს, როგორ მიიღო დაზიანებები.