ლაშა ბასლანძის შვილი ამერიკის უნივერსიტეტში ჩაირიცხა

ლაშა ბასლანძის შვილი ამერიკის უნივერსიტეტში ჩაირიცხაპროდიუსერ ლაშა ბასლანძის უფროსი შვილი, ელენე ამერიკაში, დრიუს უნივერსიტეტში ჩაირიცხა და ბაკალავრიატზე სწავლის 80 000 დოლარის გრანტი მოიპოვა, წელიწადში 20 000 დოლარი.

ელენე ipress.ge-სთან ამბობს: ,,მოვხვდი დრიუს უნივერსიტეტში (ამ ეტაპზე პირველი პასუხია და პირველივე ჩარიცხვა), არის მედისონში, ნიუ ჯერსიში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. არის ლიბერალური ხელოვნების ( Liberal Arts ) უნივერსიტეტი. მივიღე 20000 დოლარიანი დაფინანსება საჯარო ჯანდაცვის, ანუ მედიცინის შესავლების კურსზე (ბაკალავრიატი). წელიწადში დამიფინანსებენ 20000 დოლარით, ანუ ბაკალავრიატის განმავლობაში მაქვს 80000-ის გრანტი. სკოლას ვამთავრებ ოქროს მედალზე, ასევე მონაწილეობა მაქვს მიღებული გაერო-ს პროექტებში და სამუშაო გამოცდილება მაქვს კანტის აკადემიასა და ლობს ქოუჩინგში. ველოდები სხვა უნივერსიტეტებისგან პასუხებს და აპრილში გადაწყდება, საბოლოოდ სად წავალ”.

ელენე ლაშა ბასლანძეს პირველი ქორწინებიდან ჰყავს, მომღერალ სალომე ბაკურაძესთან კი ვაჟი, სანი ჰყავს.

სალომე ბაკურაძე სოციალურ ქსელში წერს: ,,ვფიქრობ, ეს მხოლოდ დასაწყისია”.