ნატო გოგელია: ,,2 წელია ამ კორპუსში, ვატო წერეთლის სახლში ვცხოვრობ, ამ ადამიანებს ყოველდღე ვხვდებოდი” – რას წერს ჟუნალისტი

ნატო გოგელია: ,,2 წელია ამ კორპუსში, ვატო წერეთლის სახლში ვცხოვრობ, ამ ადამიანებს ყოველდღე ვხვდებოდი" - რას წერს ჟუნალისტიტელეკომპანია ,,პირველის” ჟურნალისტი ნატო გოგელია, რომელიც ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიას პირდაპირ ეთერში აშუქებდა, წერს:
,,თითქმის ორი წელია ამ კორპუსში, ვატო წერეთლის სახლში ვცხოვრობ…. ამდენივე ხანია იმ ადამიანებს, რომელთა ცხედრები დღეს ნანგრევებიდან ამოიყვანეს ყოველდღიურად ვხდებოდი…
ეზოში სტადიონია… ეს დედები, ეს ბავშვები, ბიძები, ბაბუები…. ყველა ნაცნობი სახეა და ნაცნობი კადრია… ვდგავარ ჩამონგრეული სადარბაზოს წინ, ვუყურებ კადრებს, გიყვებით და განახებთ რეალობას და ვცდილობ, ემოციებს არ ავყვე…
გუშინ უფრო მყარად ვიდექი… ახლა? _ მგონია, რომ იმ ნანგრევებზე ვდგავარ და ნელ-ნელა მეცლება საყრდენი…
ნგრევის დროს სახლში არ ვყოფილვარ…. ნანგრევებს მივუსწარი. ნანგრევებს და მას შემდეგ გადარჩენილების ხმის გაგებას ველი… არ ვიცი, ეკრანთან რა ჩანს, არ ვიცი, ფოტოდან რას აღიქვამთ, მაგრამ ის ვიცი, რომ ესაა ჯოჯოხეთი… ამის იქით აღარაფერი არსებობს და ჩვენ, ადამიანები, ასეთ დროსაც იმას ვცდილობთ, ერთმანეთს ვავნოთ, ვაკრიტიკოთ, გული ვატკინოთ…. ახლა ჩემ წინ ბეტონის დიდი გროვაა. ამ გროვამ 8 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა… სამი ბავშვია…. ეს ადამიანები, ადამიანებისვე გულგრილობამ, დაუდევრობამ და სინდისის გარეშე ცხოვრებამ შეიწირა”.