მიხეილ სააკაშვილმა ახალი ოჯახი შექმნა – რას წერს სანდრა რულოვსი

მიხეილ სააკაშვილმა ახალი ოჯახი შექმნა - რას წერს სანდრა რულოვსი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს საზოგადოება რამდენჯერმე ჩააგდო შოკში. ჯერ იმით, რომ საქართველოში ჩამოვიდა, მერე იმით, რომ მისთვის უჩვეულოდ მშვიდად ჩაბარდა სამართალდამცავებს, ბოლოს კი თავისი პირადი ამბითაც არანაკლები გაოცება გამოიწვია, რომ ის და ლიზა იასკო ერთად არიან. ეს ვიდეო ლიზა იასკოს პირად გვერდზე გამოქვეყნდა და შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ გვერზეც გადააზიარა. ვიდეოში ამბობს:

„ ჩვენ ჩავწერეთ ეს ვიდეო საქართველოში ჩემს წასვლამდე, რადგან უკრაინა და საქართველო ერთად არიან და მოვილაპარაკეთ, რომ ამ ვიდეოს გამოვაქვეყნებთ ჩემი დაკავების შემთხვევაში. მე და ლიზა იასკო ერთად ვართ.

„მინდა ვთქვა, მე და ლიზამ გადავწყვიტეთ, შევატყობინოთ ყველას, რომ ჩვენ ვართ ერთად. ჩვენ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას, ახალ ოჯახს. მოხდა ისე, რომ მე მქონდა ძალიან მაგარი ცხოვრებაც, წარსულიც, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენ შევხვდით ერთმანეთს, მიუხედავად ყველ წინა ურთიერთობისა, რომლისთვისაც მადლობელი ვარ ყველასი. რა თქმა უნდა, ვფიქრობ ამაზე ბევრს, მაგრამ დღეს მე და ლიზა იასკო ვართ ერთად. ჩვენ გვაქვს ერთობლივი ოჯახი და გვინდა, რომ ყველას ვუსურვო ბედნიერება, ისე, როგორც ყველამ გაიგოს ჩვენი სიტუაცია და გვისურვოს ბედნიერება ჩვენ“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ცოტა ხნის წინ ყიფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა ფეისბუქში დაწერა:

,,მან შეასრულა თავისი დაპირება. მშვიდობიანად ჩამოვიდა, მთელი ქვეყანა გამოიარა, გაგვაგებინა, რა გეგმით ვიმოქმედოთ და ამ ყველაფერთან ერთად ნათლად დაგვანახა მთავრობის ნამდვილი სახე და სისტემის მანკიერება. ხვალ თქვენ თვითონ შეაფასეთ მისი გმირული და გენიალური საქციელი – ყველა რეფერენდუმზე! მიშა გამარჯვებულია“.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ის და სანდრა რულოვსი შვილთან, ნიკოლოზთან  ერთად საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე ისვენებდნენ.