,,ლალიკოს გადასარჩენად 2000 ლარია საჭირო, ამ წამლებს იაფად თუ ყიდით, ან აჩუქებთ, ამ სახის დახმარებაც მისაღებია”

,,ლალიკოს გადასარჩენად 2000 ლარია საჭირო, ამ წამლებს იაფად თუ ყიდით, ან აჩუქებთ, ამ სახის დახმარებაც მისაღებია"ანა სააკაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას ლალი გუგუნაშვილის დახმარებას სთხოვს:
,,ლალიკოს სასიცოცხლოდ სჭირდება 2000 ლარი. სხვა შემთხვევაში ქიმიოთერაპიის გაგრძელებას ვერ შეძლებს, რადგან საყოველთაოს ლიმიტი ამოეწურა, მერიაც უკვე დაეხმარა და დრო უნდა იყოს გასული.
14 თვის წინ როცა თავისი დიაგნოზი გაიგო, უცნაურად გადავიკვეთეთ და ჩემთან დარეკა. ბევრი ვისაუბრეთ… განათლებული, საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა. ყვავილების მოვლა უყვარს ძალიან და სიცოცხლე.
მაშინ მე უნდა მეპოვა ისეთი სიტყვა, ადამიანი გადამერჩინა და იმედი მიმეცა. დიაგნოზი იყო საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი სიმსივნე, მესამე სტადია. გრეიდ 2.
მაშინ ლალიკომ მკურნალობის სრული კურსი ჩაიტარა და დადგა რემისია. მან თავადაც ბევრი ადამიანისთვის იპოვა საჭირო სიტყვა და ჩაუსახა იმედი. მაგრამ ერთ-ერთი საკონტროლო კვლევის დროს ლალიკოს რეციდივი დაუდგინდა მცირე მენჯის ძვალში (დაავადება დაუბრუნდა).
ისევ ახალი ძალებით შეუდგა მკურნალობას და ლიმიტი ამოიწურა. საშუალება აღარ აქვს…არანაირი ფინანსური რესურსი არ გააჩნია ამ ეტაპზე, რითიც მკურნალობას შეძლებს. ჩვენ ვართ მისი იმედი.
ძალიან ერიდება და ისიც ვივარაუდეთ, რომ უფროსი ადამიანების საქველმოქმედო პოსტებზე აქტივობა დაბალია, მაგრამ უნდა ვცადოთ. სიცოცხლე ყველას უნდა. ახლა საჭირო სიტყვის გარდა, ფინანსებია საჭირო.
სულ 2 000 ლარია შესაგროვებელი. მკურნალობა უნდა დაიწყოს 25 ოქტომბერს.
ვუთითებ წამლების ჩამონათვალსაც. თუ ვინმე იაფად ყიდით, ან აჩუქებთ, ამ სახის დახმარებაც ცხადია, მისაღებია.
📍ავასტინი
📍დოცეტაქსელი
📍ზონდარონი
📍კარპლატუ
ძალიან გთხოვთ, დავეხმაროთ ლალიკოს.
აქვს მხოლოდ ლიბერთი ბანკის ანგარიში.
მიმღები ლალი გუგუნაშვილი
1 ლარი რომ ჩავრიცხოთ, ლალიკოს ვუშველით.