“ამიტომაც მიყვარხარ” – რას წერს ნიკა ბასილაშვილს მისი გერმანელი შეყვარებული

"ამიტომაც მიყვარხარ" - რას წერს ნიკა ბასილაშვილს მისი გერმანელი შეყვარებული“ინდიან უელსის” მასტერსის ფინალში მარცხის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანელმა საცოლე შარლოტა ელენამ სოციალური ქსელის მეშვეობით გაამხნევა.

მან ქართველი ჩოგბურთელის შესახებ შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა:

“არ შემიძლია ამაზე უფრო მეტად ამაყი ვიყო შენით… მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი საღამო ისე არ დასრულდა, როგორც გვინდოდა, შენ უნდა იამაყო შენი თავით! ძალიან მაგარი ხარ!

ვაღმერთებ იმას, რომ შენ ყოველთვის გჯერა, არასოდეს ნებდები და ყოველთვის პოზიტიურად ხარ განწყობილი და არასოდეს წყვეტ ბრძოლას.

შენ არ აძლევ უფლებას, რომ სხვების შეფასებებმა და კრიტიკამ შენზე გავლენა მოახდინოს. ვინც კი მინახავს, ყოველდღე ყველაზე მეტს მუშაობ და შრომობ. ამას იმის გათვალისწინებით ვამბობ, რომ შენი ყველაზე კრიტიკული შემფასებელი და უმკაცრესი მწვრთნელი ვარ.

შენ შენი გარშემომყოფების ყოველთვის გაღიმებას ცდილობ და სულ ზრუნავ, რომ ვინც გიყვარს, კარგად იყვნენ და საკუთარ თავს ბოლო ადგილზე აყენებ.

შენ ხარ იმის ნათელი მაგალითი, რომ თავდადებული შრომა და თავმდაბლობა ყოველთვის ფასდება.

შენ სამაგალითო ხარ და მხოლოდ შენმა ახლობლებმა ვიცით, რამდენად განსაკუთრებული ხარ და რა დიდებული სული გაქვს და ამიტომაც მიყვარხარ”, – წერს შარლოტა ელენა.

სპორტალი