ნათია ფანჯიკიძე: ,,ფუ, თქვე ვირთხებო, ბენზინით უნდა მოვრწყათ თქვენი ბუდე”

ნათია ფანჯიკიძე: ,,ფუ, თქვე ვირთხებო, ბენზინით უნდა მოვრწყათ თქვენი ბუდე"ნათია ფანჯიკიძემ ფეისბუქში დაწერა:

“აი, თუ დადასტურდა, რომ ფსიქიატრებთან ვიზიტებს და ფსიქოთერაპიებსაც იწერდა სუსი (ძალიან მინდა, რომ ეს მაინც ტყუილი იყოს), რაც იმას ნიშნავს, რომ ორმაგ დანაშაულს ჩადიოდა, – მოსმენის უკანონობის გარდა, პაციენტს ცალკე იცავს კანონი, – ჩემი აზრით საქართველოში მომუშავე ყველა ფსიქიატრმა და ფსიქოლოგმა ერთად უნდა გავაფსიქოპათოთ, დავარბიოთ სუსის შენობა, ან სულაც, ზურა-გირჩმა ყურადღების გადატანის მიზნით მანქანები ლეწოს, სანამ ჩვენ ბენზინით მოვრწყავთ ბოროტების, უკანონობის და უზნეობის ბუდეს და მერე ყველა ერთად დაგვაპატიმრონ.

სამეცნიერო მუშაობა ისე გაიშვიათებულია, ძალიანაც ნაყოფიერი იქნება ჩვენი ყველას ერთად გამოკეტვა. ფუ, თქვე ვირთხებო მართლა, სად დაიბადეთ, სად შეიყარეთ, ვინ გამოგიგონათ ასეთები.”