მჭადის 14 რეცეპტი – ,,ერთ ჭიქა ადესას თუ მიაყოლებ, მკვდარიც ცხონდება”

მჭადის 14 რეცეპტი - ,,ერთ ჭიქა ადესას თუ მიაყოლებ, მკვდარიც ცხონდება''მჭადის 14 რეცეპტი სოციალური ქსელიდან

1. ვზელ რძეში, მწიკვი სოდით, 1 ჩ.კ შაქრით,1 ს.კ ზეთით.

2. ზეთი, თბილი წყალი და ერთი კოვზი შაქარი.კნაწუნა გამოდის.

3. არ დამცინოთ, უბრალოდ გასინჯეთ. ახალგაცრილ მჭადის ფქვილში შეურიეთ ერთი სავსე მუჭა პურის ფქვილი. ამოაღრმავეთ და ჩააგდეთ 2 კვერცხი, 1/2 ლ მაწონი, ნახევარი ჭიქა ცხელი წყალი, ჩაის კოვზის მესამედი სოდა და გახეხილი ყველი,კარგად მოზილეთ და დააცხვეთ ზეთში.

4. მჭადს რომ მოზელ თბილი წყლით, ცოტა ხანი გააჩერე.,,ცომი უნდა შეცოლქმარდეს, ბებია”, – ეს სიტყვები არ მავიწყდება.

5. 15 წუთი მოზილეთ და გამოაცხვეთ უზეთოდ,არანაირი დანამატით.

6. ბორჯომით,ცოტა ზეთით და მარილით გამოდის კარგი.

7. გემრიელი მჭადი მარტო წყლით იზილება, მთავარია,ხელით დიდხანს ზილოთ, სანამ ცოლი ტკაცუნს არ დაიწყებს.
8. სიმინდის და ხორბლის ფქვილი (30 პროცენტი), კვერცხი,არაჟანი ან მაწონი, თბილი წყალი, საფუარი და მარილი.

9. კახეთში ახლობლები მყავს და ძალიან ცხელი წყლით მოზელილი მჭადი ძველი კახური ტექნოლოგია ყოფილა. კარგი გამოდგა.

10. ნაბეღლავით მოზელილი ცივიც რბილია.

11. 1 კგ მჭადის ფქვილი. 1 ჩაის ჭიქა პურის ფქვილი, ყავის ჭიქით ზეთი, ერთი სუფრის კოვზი,ცოტა მარილი და შაქარი, მშრალი საფუარი და მოზილეთ კარგად. დადგით და რომ აფუვდება, გამოაცხვეთ ადუღებულ ზეთში.

12. მოზილეთ საფუარით და დაუმატეთ მსხლის ლიმონათი.

13. გურიაში მხოლოდ ოდნავ თბილი წყლით ვზელთ, ოღონდ მძლავრად, გინდა, ზეთში შეწვით, გინდა _ კეცზე შქერის ფოთოლში, უხდება მარილიანი ყველი, პომიდვრის მჟავე და ერთ ჭიქა ადესას თუ მიაყოლებ, მკვდარიც ცხონდება.

14. მჭადის ფქვილს ცოტა მანის ფქვილი დაუმატეთ. თხელი ცომი უნდა იყოს, ბლინებით ცხვება.