დეა ადამია: ,,დედა, როგორ ვანდე შენი თავი მკვლელებს! მაპატიე, ვერ გიშველე!”

დეა ადამია: ,,დედა, როგორ ვანდე შენი თავი მკვლელებს! მაპატიე, ვერ გიშველე!"„წავიდა დედა ღმერთთან!” – დაწერა დეა ადამიამ ფეისბუქში:

,,მოუშუშებელი სულის იარა! როგორ ვანდე, დედა, შენი თავი მკვლელებს! ყრუ და ბრმა ვიყავი, დედა! ამიტომაც ვერ გიშველე! სულის დაბრკოლება ახლა ვიცი,  რაც არის. გვიან ჩავწვდი შენს სიბრძნეს!მაპატიე, დედა…

მწერდა, ხმა დავკარგეო. თვალებში ისე აერია, ვეღარ წერდა. მას მერე კი სულ ეძინა და ეძინა… რა ინექცია შეუყვანეთ ასეთი, რომ დედამ ლაპარაკის და წერის ფუნქცია წამებში დაკარგა და დაიძინა. დედასთან სანამ მივედი, უკვე მძინარე დამხვდა, თავლების გუგები მინდოდა, მენახა და როცა ქუთუთოები ავუწიე,  მივხვდი,მხედავდა, მაშინ ვკითხე, ჩემი ხმა გესმის-მეთქი. შეძლო თვალების დახამხამება, ამის მერე კი ხელი მომკიდა,მაგრამ ვერაფერი ამიხსნა…

ამ დღეს დამირეკა და მითხრა, მომისწარი, მალე მოდი, უკვე სიაში ვარ შავი პარკისო… – წერს მედეა და კონკრეტულ მედმუშაკებს ასახელებს,რომლებმაც, მისი აზრით, დედამისი სასიკვდილოდ გაწირეს.
,,ჯალათებო, გაემზადეთ, დედაჩემის ორმოცამდე ჩემი დედა ბატონის სული გაგიყოლებთ. ეს იქნება საყოველთაო სიმართლის ზეიმი! სამყარომ იგივე გამოგატაროს თქვენს დედაზე, რაც დედაჩემს გამოატარეთ!”, – წერს მედეა.
დედის გარდაცვალებამდე კი ყვებოდა:

,,გაზკამერა მოუწყვეს ორდღიანი +50 გრადუსზე ჩართული გამათბობელით, სადაც 3 დღე შნური ჰქონდა მიმაგრებული და ატყუებდნენ, ჟანგბადი მოდის, სუნთქავო…შემდგომ მომიბოდიშეს, რადგან გაფუჭებული ყოფილა ბატარეა და სანტექნიკოსმა რომ შეამოწმა,მართალი ყოფილა დედა. მანამდე დასცინოდნენ,კოვიდმა იცის ჰალუცინაციაო. შემდგომ ჟანგბადის გაფუჭებულ აპარატზეც მომიბოდიშეს…დედას უყვიროდნენ და ბოლოს პალატის კარი ჩაუკეტეს”.