დათო არჩვაძე: ,,4 წლის უნახავი შვილი თვალებით ვიცანი, მიყვარხარ-მეთქი და შუბლზე ვაკოცე”

დათო არჩვაძე: ,,4 წლის უნახავი შვილი თვალებით ვიცანი, მიყვარხარ-მეთქი და შუბლზე ვაკოცე"მომ­ღე­რალსა და კომპოზიტორს, დათო არჩვა­ძეს პირველი შვილის ნახვის შესაძლებლობა დღემდე არ აქვს. ის და მომღერალი სოფო კუჭავა წლების წინ გაშორდნენ და მას შემდეგ მამას შვილთან ურთიერთობის ბარიერი შეექმნა. ამის შესახებ დათომ ია ფარულავას გადაცემა ,,ფარულ კონვერტში” ისაუბრა:

-ჩვენს ურთიერთობაში არა მარ­ტო მშობ­ლე­ბი ჩაე­რიენ, ყვე­ლა ჩა­ე­რია. პირ­ვე­ლი ორი წელი ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ორი წლის თავ­ზე წერ­ტი­ლი დავ­სვი… სა­სა­მარ­თლო­თი მე­კუთ­ვნის ბავ­შვის წა­მოყ­ვა­ნა, ერთი ღა­მით დარ­ჩე­ნა, მაგ­რამ ბავ­შვის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში და­ა­ფიქ­სი­რეს, რომ მა­მას არ უნდა გაჰ­ყვეს. პატ­რუ­ლიც დამ­ხვედ­რია იქ მი­სულს… ერთხელ ლიფ­ტის კა­რი გა­ი­ღო და ვხე­დავ ჩემს შვილს. იმ­დე­ნად დიდი შოკი მი­ვი­ღე, ოთხი წლის უნა­ხავ შვილს რომ შეხ­ვდე­ბი, უკვე რომ ვერც იც­ნობ კარ­გად და თვა­ლე­ბით რომ ამო­იც­ნობ… მი­ვე­დი, მოვ­კი­დე ხელი, შუბ­ლზე ვა­კო­ცე და მა­მი­კო, მიყ­ვარ­ხარ-მეთ­ქი. მეცო, მითხრა და ის ,,მეც“ იყო ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რი… იყო პე­რი­ო­დე­ბი, დიდი კონ­ფლიქ­ტით მომ­ყავ­და ბავ­შვი, მაგ­რამ ეს არ არის გა­მო­სა­ვა­ლი, ბავ­შვის ფსი­ქი­კას ვუფრ­თხილ­დე­ბი, – მოყვა დავით არჩვა­ძე.

მან ოჯახი მეორედ შექმნა ეთუ­ნა ფა­რე­ხე­ლაშ­ვილ­თან.

-ეთომ და­უ­რე­კა სო­ფოს, უნ­დო­და ჩემი შვი­ლის გაც­ნო­ბა, მაგ­რამ აბ­სურ­დუ­ლი უარი მი­ი­ღო. სა­ნამ დიდი ქალი არ გახ­დე­ბა, არ უნდა გა­ი­გოს შენი ცოლ-შვი­ლის არ­სე­ბო­ბაო, – გაიხსენა მომღერალმა.