ირაკლი წერეთელი: ,,ლევან ვასაძეს გამიზნულად შეყარეს მძიმე სნეულება”

ირაკლი წერეთელი: ,,ლევან ვასაძეს გამიზნულად შეყარეს მძიმე სნეულება"

ირაკლი წერეთელი ლევან ვასაძეზე წერს:

,,ლევან ვასაძე არ არის ჩემი პოლიტიკური მოკავშირე, მაგრამ ოჯახის, ზნეობის, სარწმუნოების, ღმრთისმოყვარეობის, ქართული კულტურის, ეროვნული თავისთავადობისა და თვითმყოფადობის, გარყვნილებისა და სითახსირის კატეგორიული უარყოფისა და გმობის მნიშვნელოვან საკითხებში ჩვენი შეხედულებები, პოზიციები და მიდგომები საერთოა. ძალიან ვწუხვარ მისი საეჭვოდ მოულოდნელი მძიმე ავადმყოფობის გამო. არ გამოვრიცხავ, რომ უღმერთო ბოროტმა არსებებმა მას გამიზნულად შეყარეს მძიმე სნეულება.

მუდმივად ვლოცულობ ღმერთის წინაშე, რომ გამოაჯანმრთელოს და ადღეგრძელოს ლევანი! დღეგრძელობა და ჯანმრთელობა ლევან ვასაძეს! ღვთის შეწევნა და წყალობა ლევანს სიცოცხლეში, ჯანმრთელობასა და ქართველობაში! დიდება უფალს!”.