ექიმი ნინო ნაცვალაძე: ,,ქალმა მომწერა, მიშველეთო!.. მინდა, საქვეყნოდ ვიყვირო, დანაშაულია, რაც საქართველოში ხდება!”

ექიმი ნინო ნაცვალაძე: ,,ქალმა მომწერა, მიშველეთო!.. მინდა, საქვეყნოდ ვიყვირო, დანაშაულია, რაც საქართველოში ხდება!"შტუტგარტის კლინიკის ანესთეზიოლოგი, ნინო ნაცვალაძე საქართველოში საქართველოში შექმნილ მძიმე კოვიდსიტუაციას სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს:

,,მოახლოებული კი არა , მოსული სიკვდილის ქრონიკაა… რამდენიმე დღის წინ ჩემს ფეისბუქში ათეულობით შემოსულ სმს-ს შორის ყურადღება მიიქცია ყველაზე მოკლემ:

-ნინო თქვენა ხართ?

-დიახ.

რამდენიმე საათში ისევ მისი სმს შემომდის:

-ექიმი?

-დიახ.

-მე მგონი, თქვენ ჩემი ექიმი ხართ, გეძებთ ეს დღეები და აქ მოგძებნეთ. დღესაც მივარდება სატურაცია 85-მდე . მიშველეთ!

ასე ეძებდა რამდენიმე დღე თავის ექიმს ქალბატონი… უკვე წერაც უჭირდა და საუბარიც…. ჩემს პოსტებში და ტვ გამოსვლებში ვცდილობდი, რადიკალური არ ვყოფილიყავი, მაგრამ ამ ქალბატონის ტკივილმა, რამდენიმე დღე რომ ეძებდა თავის ექიმს, წონასწორობა დამაკარგვინა, ბოლო წვეთი იყო . გამიჩნდა სურვილი საქვეყნოდ ვიყვირო:
-დანაშაულია, რაც დღეს საქართველოში ხდება!
-დამნაშავეა ნებისმიერი მთავრობა , რომელსაც პანდემიის დაწყებიდან, სულ მცირე, 1,5 წელში, 3 მლნ-იან ქვეყანაში დღეში 60 ადამიანი უკვდება ….
-დამნაშავეა, როცა 1,5 წლის მერეც მოუმზადებელია და დაჩოქილი არ სთხოვს დახმარებას მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს, რომლებსაც დღეს სული აქვთ მოთქმული.
-დამნაშავეა ხელისუფლება, როცა არ დადის სოფელ-სოფელ, კარდაკარ, ოჯახიდან ოჯახში და მოსახლეობას არ არწმუნებს აცრის აუცილებლობაში, არ უხსნის, თუნდაც არ ავალდებულებს…დიახ, იმ სიარულს და “თხოვნას” გახსენებთ, არჩევნების წინ რომ კარგად ახერხებთ….
-დამნაშავეა და მკვლელია, როცა რეალობის აღქმა დაკარგული აქვს, და რადგან სიკვდილმა შენს სახლში არ შემოიხედა, “სხვა” ფეხზე გკიდია და ეუბნები, რომ სიტუაცია სტაბილურია.
-დამნაშავეა, როცა სიკვდილი დადის ქუჩაში და პირბადის ტარებასაც აღარ ავალდებულებ, ჯარიმებისგან ათავისუფლებ და მოტივაციას აძლევ ახალ დარღვევებს …
-დამნაშავეა, რადგან არ იზიარებ იმ გამოცდილებას, რომელმაც ბევრგან გაამართლა.
-დამნაშავეა, რადგან ამხელა დანაკარგის ფონზე სინანული და ბოდიში კი არ ისმის, კეკლუცობას და პოზიორობას ვხედავთ მხოლოდ.
-დამნაშავეა ხელისუფლება, რომელმაც წელიწადნახევრის განმავლობაში წინ კი არა, უკან იარა და მოახერხა ის, რაც დღეს გვაქვს: ვართ თითით საჩვენებელი კოვიდინფიცირების და ლეტალობის ტემპით.
-ქართული “სასწაულის” ნაწილია ის , რომ არსებობს ქვეყანა, სადაც ხალხი თავს იკლავს ძალით და ამაში  ხელისუფლებასთან ერთად მას სამღვდელოებაც ეხმარება”.