,,დედამ დამირეკა, აქედან შავ პარკში ჩადებულს გამიყვანო, ეს იცით რა იყო? ჯოჯოხეთი იყო ჩემთვის” – მედეა ადამია

,,დედამ დამირეკა, აქედან შავ პარკში ჩადებულს გამიყვანო, ეს იცით რა იყო? ჯოჯოხეთი იყო ჩემთვის" - მედეა ადამიამედეა ადამია ფეისბუქპოსტებსა და ვიდეოებში იმ ექიმებზე ყვება, რომლებმაც, მისი თქმით, დედამისის მდგომარეობა დაამძიმეს.

,,დედაჩემმა დამირეკა, ხვალ აქედან შავ პარკში ჩადებულს გამიყვანო. იცით, ეს როგორი მოსასმენი იყო?! ეს იყო სრული ჯოჯოხეთი ჩემთვის, როცა დედა ამას გეუბნება”, – ამბობს ერთ-ერთ ვიდეოში მედეა.

ის თბილისის შავი ზღვის ჰოსპიტალს არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. მედეა წერს:

,,ადგილი, სადაც დედაჩემის ჯანმრთელობა დაამძიმეს, გაზკამერა მოუწყვეს ორდღიანი +50 გრადუსზე ჩართული გამათბობელით, სადაც 3 დღე შნური ჰქონდა მიმაგრებული და ატყუებდნენ, ჟანგბადი მოდის, სუნთქავო…შემდგომ მომიბოდიშეს, რადგან გაფუჭებული ყოფილა ბატარეა და სანტექნიკოსმა რომ შეამოწმა, თურმე მართალი ყოფილა დედა. მანამდე დასცინოდნენ, გეჩვენება, კოვიდმა იცის ჰალუცინაციაო. შემდგომ ჟანგბადის გაფუჭებულ აპარატზეც მომიბოდიშეს.

ამ ჯოჯოხეთის დაემატა ის, რომ დედას უყვიროდნენ და ბოლოს პალატის კარი ჩაუკეტეს… ყველა ყასაბი აღმოჩნდა!დედაჩემის მიმართ მიზანმიმართული ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ზეწოლა და ომი არ მთავრდებოდა 4 დღე.

დავუკავშირდი ღვთისნიერ ადამიანებს, ეშველათ დედაჩემისთვის და რამდენიმე წუთში მივიღე პასუხი: ,,ახლავე,დეა!ჩვენ მივხედავთ დედაშენს!”. ამის მოსმენა ჩემთვის ოყო სიცოცხლეზე მეტი!იმ მომენტში ბოჭორიშვილის კლინიკაში თავად უძლური კოვიდ-19-ს ვებრძოდი, თავის აწევაც არ შემეძლო…უზარმაზარი სტრესი განვიცადე დედაზე დარდით და უფრო დავმძიმდი.

რომ არა ეს კეთილი ფერიები,არ ვიცი დღეს როგორ ვიქნებოდი!!

მადლობა რეანიმობილის თანამშრომლებს, ვინც დედა გადაიყვანეს ,,ამტელ ჰოსპიტალში” და მის მედპერსონალს უდიდესი მადლობა, რომლებმაც დედა მიიღეს და გადამირჩინეს!

ამას იმიტომ ვწერ, რომ სხვა პაციენტზე არ გაბედონ თბილსის ზღვის ჰოსპიტალის გულგრილმა მედპერსონალმა მსგავსი არაადამიანობა!”