თათული ედიშერაშვილი: ,,აცრის მერე მეგონა, რომ ვერ ვსუნთქავდი და ნერწყვს ვერ ვყლაპავდი… ახლა გადასარევად ვარ”

თათული ედიშერაშვილი: ,,აცრის მერე მეგონა, რომ ვერ ვსუნთქავდი და ნერწყვს ვერ ვყლაპავდი... ახლა გადასარევად ვარ"მსა­ხი­ო­ბი თა­თუ­ლი ედი­შე­რაშვილი სოციალურ ქსელში კოვიდაცრის თავის ისტორიას ყვება:

,,ძა­ლი­ან მომ­ზა­დე­ბუ­ლი გა­მოვ­ცხად­დი იმა­ზე ფიქ­რით, რომ ჩემ თვალ­წინ გახ­სნი­ან ,,ფა­ი­ზე­რის” ჩემს წილ დო­ზას. კარ­გად წა­ვი­კი­თხავ, თვა­ლით ვა­ნიშ­ნებ _ ,,მი­დი-თ­ქო”. ყვე­ლა­ფე­რი გეგ­მის მი­ხედ­ვით წა­ვი­და.

ნემ­სის გა­კე­თე­ბი­დან ზუს­ტად 2 წუთ­ში, ალ­ბათ წა­მა­ლიც ვერ შე­აღ­წევ­და ორ­გა­ნიზ­მში, სკამ­ზე ჩა­მოს­კუ­პე­ბულს და­მე­წყო გან­ცდა, რომ ვერ ვსუნ­თქავდი, დავ­ბუჟ­დი და ნერ­წყვს ვერ ვყლა­პავდი. ეგ­რე­ვე და­მავ­ლო ხელი ჩემ­მა ბი­ჭუ­ნამ და შე­მა­ქა­ნა ოთახ­ში. ნა­ხეთ, რა მოხ­და, ერთი აბი ,,ვა­ლი­დო­ლი” ენის ქვეშ და ღი­მი­ლიც და­ვი­წყე.

არა­და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბის და­მო­ძღვრებს ვა­ტა­რებ­დი და არც ვუს­მენ­დი. ქვეც­ნო­ბი­ერ­ში მა­ინც შე­უღ­წე­ვია და თა­ვი­სი ქნა. არა­ფე­რი, გა­და­სა­რე­ვად ვგრძნობ თავს.

ეს ბიჭი მიშ­კაა, ვინც არ იცით, სა­ჯა­რო­ო­ბა არ უყ­ვარს, მაგ­რამ ნა­ხე­ვა­რი სახე მა­ინც არ უჩანს და გა­ვუ­ბე­დე. დღეს მე­ო­რე დოზა გა­ი­კე­თა და უმ­შვი­დე­სია, რო­გორც ყო­ველ­თვის.

ჰოოო, ალ­ბათ ამ ბი­ჭის ამ­ბა­ვიც არის ჩემი გუ­ლის პრან­ჭვე­ბი. ისე პრინ­ცე­სუ­ლად ამი­ტა­ნა კლი­ნი­კის მო­საც­დელ­ში და მი­მაწ­ვი­ნა პა­ლა­ტა­ში სა­წოლ­ზე, კი­თხვაც არ და­უს­ვამს, თუ შე­იძ­ლე­ბო­და. ეგეც ქვეც­ნო­ბი­ე­რია, რა. აბა, არ წა­მომ­ყო­ლო­და, თუ გავ­ხდე­ბო­დი ცუ­დად?! ჰოდა, დაე, ვსვა ბევ­რი ,,ვა­ლი­დო­ლი” და ვი­ნა­ვარ­დო დიდხანს”.

ფოტოზე ქმართან, მიშა ჩიმჩიურთან ერთად