,,სიცოცხლე აღარ მინდა ჩემი ლუსის გარეშე, ნუღარ გვაწამებთ, შეგვიბრალეთ, ადამიანები არ ხართ?”
თბილისელი ლუსის ისტორია, რომელსაც პოლიციაც კი ეძებს

,,სიცოცხლე აღარ მინდა ჩემი ლუსის გარეშე, ნუღარ გვაწამებთ, შეგვიბრალეთ, ადამიანები არ ხართ?"ხშირია შემთხვევები, როცა ძაღლებს გასამრავლებლად იპარავენ და ბიზნესის წყაროდ იყენებენ. გურამ დემეტრაშვილი წერს, რომ მისი ლუსი უცხოელმა მოიპარა.

,,უკვე ორი თვე გავიდა, ლეკვებიც ხომ დაგიზარდათ, ახლა მაინც გამოიჩინეთ გულმოწყალება. გთხოვთ, გემუდარებით, გეხვეწებით, დაგვიბრუნეთ ჩვენი ლუსი. გეფიცებით, სიცოცხლე აღარ მინდა ჩემი ლუსის გარეშე. ნუღარ გვაწამებთ, შეგვიბრალეთ,  ადამიანები არ ხართ? რასაც გინდათ, იმას მოგცემთ, სულსაც კი არ დავზოგავ, ოღონდ კიდევ ერთხელ ჩავიხუტოთ გულში ჩვენი სიცოცხლე ლუსიკო. გვენატრები, მაა და არ დაგავიწყდეს არასოდეს, რომ შენი დედა და მამა მუდამ შენზე ფიქრში ათენებენ და აღამებენ”, – დაწერა გურმმა.

ლუსის ისტორია ასეთია: ის 23 მაისს სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ სასტუმრო ,,კოლხეთის” გაყოლებაზე, ლომბარდების წინ დაიკარგა.

,,უცხო ქვეყნის მოქალაემ (ინდოეთის) მომპარა ამერიკული კოკერსპანიელის ჯიშის, 2 წლის და 9 თვის, ერთი თვის ორსული (მაკე) ოჯახის წევრი (ძაღლი). რაზეც შევატყობინე სამართალ დამცავ ორგანოებს.

24 მაისს, პოლიციის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მე-4 სამმართველოს მიერ ჩატარებული საგამოძიო მოქმედებების შედეგად,მოხდა დამნაშავის იდენტიფიცირება ვიდეო კამერების საშუალებით, ასევე დადგინდა მისი საცხოვრებელი მისამართი, ვიცი, რომ მოჰყვა შესაბამისი ზომები. მაგრამ, სამწუხაროდ, ასევე ჩემს ხელთარსებულ ინფორმაციის თანახმად, პროკურორის ბრძანებით, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ შეწყდა საგამოძიო მოქმედებები.

მინდა, მივმართო მათ, ვინც რაიმე ინფორმაციას ფლობენ ჩემი ლუსის შესახებ და ხმას ვერ გვაწვდენენ: გთხოვთ, ანონიმური გზით მაინც მოახერხოთ ინფორმაციის მოწოდებ, ან თუ ვინმეს შეუძლია ჩემი ლუსის ფარულად დაბრუნება, მოიყვანეთ სადგურის მეტროსთან ან ,,თბილისი ცენტრალთან” და მის წინ არსებული ავტობუსების გაჩერებაზე გაუშვით. ის გახარებული პირდაპირ სახლში გამოიქცევა.
P.S. მადლობელი ვარ გამომძიებლების, ხელმძღვანელობის, პოლიციის ოფიცრების საგამოძიოებო მოქმედებებისათვის და ადამიანური თანაგრძნობისათვის. მაგრამ მოვითხოვ დამნაშავისა და იმ პროკურორის უმკაცრესად დასჯას, რომელმაც დამნაშავე დაუსჯელი დატოვა სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო”, – წერს ლუსის პატრონი.