,,სექსს მთავაზობდა აქტიურად… შენი ეროტიკული ფოტოები გამომიგზავნეო” – გიორგი კეკელიძე სექსუალურ სკანდალში გაეხვა
გიორგი კეკელიძე: ,,არაერთი ქალისთვის მომიხდია ბოდიში''

,,სექსს მთავაზობდა აქტიურად... შენი ეროტიკული ფოტოები გამომიგზავნეო" - გიორგი კეკელიძე სექსუალურ სკანდალში გაეხვამწერალი გიორგი კეკელიძე სკანდალში გაეხვა. მას რამდენიმე ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ქალებმა საჯაროდ საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც გიორგი კეკელიძე ერთ-ერთი იყო იმ 7 კაცი მწერალიდან, რომლებმაც ,,ქალების გაძლიერებაზე” წიგნი დაწერეს.

On.ge- ის ინფორმაციით, ერთ-ერთია ტაო ჭალიძე, რომელიც გამოცემას უყვება:

,,სექსს მთავაზობდა აქტიურად. მეუბნებოდა, რომ ბევრ ჩემს დაქალთან ჰქონია სექსი და მაგით ცდილობდა ,,შებმას”. ვპასუხობდი, რომ არ მაინტერესებდა მასთან ურთიერთობა. ერთხელ რაღაც ქურთუკების ფოტო გამოვაქვეყნე, რომელი ვიყიდო-მეთქი და მომწერა, ყველა იყიდე, მე გიყიდიო. რაღაცების ყიდვას მთავაზობდა ხოლმე.

მას შემდეგ, რაც აღარ ვპასუხობდი, ტელეფონის ნომერი გაარკვია და მირეკავდა, ისევ სექსს მთავაზობდა, ხან რაღაც სისულელეებს მეკითხებოდა, მაგალითად, სად ვყიდულობდი კოლგოტებს, ჩემი მეგობარი გოგოსთვის მინდაო.

ფეისბუქზეც დავბლოკე და ტელეფონზეც. ბოლო გადაკვეთა, თუ სწორად მახსოვს, 2015 წელს გვქონდა… საშინლად მსტრესავდა მისი მოგერიება. იმდენად დიდი ზიზღის გრძნობა გამიჩინა მისმა ქმედებებმა, რომ დღემდე ტანში მცრის ეგ კაცი რომ მახსენდება”.

სოფია კენჭიაშვილი კი გამოცემას უყვება:

,,ვიცნობ იმ დროიდან, როცა არანაირი შეხება არ ჰქონდა არც ბიბლიოთეკასთან, არც წიგნები ჰქონდა გამოცემული. მქონდა ჩვეულებრივი, მეგობრული მიმოწერა… ნელ-ნელა დაიწყო და მერე პერმანენტულად მთხოვდა ნუდების გაგზავნას… ეროტიკულ, სექსუალურ ფოტოებს ეძახდა. ვუტარებდი, არ ვცხოვრობდი საქართველოში და შორიდან ფეხებზე მეკიდა…

2015 წელს ჩამოვედი, მაგისგან წიგნი ვიყიდე, მეგობრისთვის მინდოდა,  მეჩუქებინა და ავტოგრაფი მჭირდებოდა. მივაკითხე ბიბლიოთეკაში. ამის შემდეგ დაიწყო შემოტევა. მეუბნებოდა, გადაიღე ჩემს წიგნთან ერთად ეროტიკული ფოტო და გამომიგზავნეო. როცა მწერდა: ,,სოფია, როგორ ხარ?”, ვიცოდი, რომ მეორე კითხვა იქნებოდა: ,,სად არის ფოტო?”

2016 წლის დასაწყისში მორიგ ,,როგორ ხარ”-ზე მივწერე, რომ ბავშვს ველოდები, მეგონა, ამის შემდეგ თავს დამანებებდა, ვითომც არაფერი, ისევ გააგრძელა.

მთელ ამ მოთხოვნას ფონად ის გასდევდა, რომ 2007-ში მოდელი ვიყავი და ,,ფლეიბოისთვის” თუ გადაიღე, ჩემი წიგნისთვის რა გახდაო. რომ ვთქვა, ფსიქიკური ზიანი მომადგა-მეთქი, არ ვიქნები სწორი, ფეხებზე მეკიდა, მაგრამ არ იყო სასიამოვნო. არ არსებობდა მაგ კაცისთვის მორალური ზღვარი, რომლის იქითაც აღარ შეიძლება ნაბიჯის გადადგა. ბღლარძუნს რომ ეძახის თვითონ, არ არის ეს არც ბღლარძუნი და არც ფლირტი, ფეხმძიმე ქალს ნუდების გამოგზავნას რომ სთხოვ. შენ თუ ბღლარძუნობ, მე ვფიქრობ, რომ ავადმყოფი ხარ”, _ ამბობს სოფია გამოცემასთან On.ge.

გიორგი კეკელიძემ ფეისბუქში დაწერა:

,,ჩემს ცხოვრებაში წლების წინ (თუმცა წლებს მნიშვნელობა ნაკლებად აქვს) იყო სრულიად მიუღებელი დრო. სრულიად. ამას ვერ ვაცნობიერებდი მაშინ – ოდნავაც, მაგრამ დღეს გეტყვით პირდაპირ და უხეშად – გული მერევა იმ საკუთარ თავზე, იმ ფლირტებზე, რომლებსაც შეეძლო ინტერპრეტაციის დაშვება ან გაუცნობიერებელი ზიანის მოტანა.

ამას, პირველ რიგში, ვწერ მათთვის, ვისაც გიორგი კეკელიძე ღმერთივით კაცი ჰგონია და აქ ბევრია ასეთი. მეც ადამიანი ვარ, უამრავი შეცდომით. ძალიან ბევრით. რაც შეეხება უშუალოდ ქალებს, არაერთი მათგანისთვის წლების მერე ბოდიში მომიხდია, სწორედ ამ სიტყვით – ,,გულისრევა”. ზოგისთვის თუ არ, ახლა ვუხდი ბოდიშს. თუმცა ძალადობრივი არაფერი ჩამიდენია. არასდროს. და ამას ვერ და არ დავიბრალებ”, _ წერს კეკელიძე.

მისი თქმით, მზადაა საქმიანობა შეაჩეროს ყველა სფეროში და შეხვდეს ყველა ორგანიზაციას, ვისაც სურვილი აქვს, ,,ფემინისტურს თუ სხვას”, ვინც კომპეტენტურია, რათა მოუსმინოს, უპასუხოს და გადაწყვიტოს.