ნინო სუხიშვილი: ,,ყველა ძვალი დამტვრეული მქონდა, თავიდან ამაწყეს”

ნინო სუხიშვილი: ,,ყველა ძვალი დამტვრეული მქონდა, თავიდან ამაწყეს"ნინო სუხიშვილმა ნოე სულაბერიძის გადაცემაში თავისი ცხოვრების უმძიმესი ეპიზოდი გაიხსენა, როცა არ იცოდა, სიარულს კიდევ თუ შეძლებდა.

-2001 წელს, გადავდიოდი ქუჩაზე და მანქანამ გამიტანა თბილისში, ჭავჭავაძის პროსპექტზე. ფაქტობრივად ამაწყვეს თავიდან. იმის მერე 6 თვე ეტლში გავატარე, წელიწადნახევარი – ყავარჯნებზე. ნელ-ნელა ყველაფერი კი შეხორცდა და აღდგა, მაგრამ მართლა არ ვიცოდი, შევძლებდი თუ არა სიარულს. დიდხანს ვკოჭლობდი. ორი წელი გავიარე მძიმე პერიოდი რეაბილიტაციის… ბეწვზე ვარ გადარჩენილი… თითქმის ყველა ძვალი დამტვრეული მქონდა. მარცხენა მხარე, ტერფიდან დაწყებული კისრამდე, საერთოდ არ მქონდა, – მოყვა ნინო სუხიშვილი.

რამდენიმე დღის წინ ნინო სუხიშვილი ლელა წურწუმიას ჰყავდა გადაცემაში მიწვეული, სადაც მან მაყურებელს მოუყვა:

-შვი­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის გამო ვერ გა­ვა­ჩი­ნე, ნუ, რას იზამ, მე საერთოდ, ისეთი თვისება მაქვს ცხოვრებაში, არა მარტო ეს ამბავი, რა სირთულეებიც მქონია ცხოვრებაში, მათი მიღება ვისწავლე. ვთვლი, რომ რაც ცხოვ­რე­ბა­ში ხდე­ბა, ასე უნდა მოხ­დეს… თუმ­ცა უნდა გი­თხრა, რომ მე ილი­კოს შვი­ლებ­მა შე­მიც­ვა­ლეს ჩემი შვი­ლე­ბი. მე და ილი­კოს გვყავს ორი გოგო. ილი­კოს შვი­ლე­ბი ჩემი შვი­ლე­ბი არი­ან. მე გავ­ზარ­დე, გან­სა­კუთ­რე­ბით ერთი, რო­მე­ლიც დღე­საც ჩემ­თან ცხოვ­რობს, მე­ო­რე სა­ზღვარ­გა­რეთ სწავ­ლობს… ფაქ­ტობ­რი­ვად ილი­კოს შვი­ლე­ბი ჩემი შვი­ლე­ბი არი­ან…