,,მე და ვახო სანაია ახალი გაშორებულები რომ ვიყავით, იყო განცდები” – მარიკა ბაკურაძე პირადზე

,,მე და ვახო სანაია ახალი გაშორებულები რომ ვიყავით, იყო განცდები" - მარიკა ბაკურაძე პირადზე,,სარკე”, რუსუდან ადვაძე

,,იმედის დღის” წამყვან მარიკა ბაკურაძეს 20 წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში საერთაშორისო კინოფესტივალებს აშუქებდა და საოცარი მოგონებებიც შემორჩა მსოფლიო კინოვარსკვლავებზე. .

მარიკა ბაკურაძე ორი შვილის დედაა, მისი შვილების მამა ასევე ცნობილი ტელეჟურნალისტი ვახო სანაიაა. მარიკა და ვახო წლების წინ გაშორდნენ. იყო ტკივილიც, იმედგაცრუებაც, ახლა კი ყოფილ ცოლ-ქმარს ერთმანეთთან მეგობრობა აკავშირებს და ყოფილი ცოლი აბსოლუტურად ეთანხმება ყოფილი ქმრის ნათქვამს, რომ მისი ,,მესამე ცოლი გადასარევადაა პირველთან”.

მარიკა ბაკურაძე: ვახომ თქვა, ჩემი პირველი და მესამე ცოლები გადასარევად არიან ერთმანეთთანო. მივწერე, დაამატე, რომ მეორესთანაც გადასარევად ვარ-მეთქი. ბევრი წელი გავიდა ჩვენი გაშორების შემდეგ, 8 თუ 9, აღარც მახსოვს ზუსტად და ახლა რა საწინააღმდეგო უნდა მქონდეს მისი ცხოვრების? არანაირი. მით უმეტეს, რომ დედამთილთან არის ჩვენი მთავარი შეკრების ადგილი და ბავშვების გამო მუდმივად ვართ ყველა ერთმანეთთან კონტაქტში.

მე აგრესია არავის მიმართ მაქვს და ვახოს მეორე და მესამე ცოლებიც კარგ ურთიერთობაში არიან ჩემთან, მათთან ერთად ბავშვებიც.

მე და ვახო იმდენად ძველი მეგობრები ვართ, ფაქტობრივად ერთად გავიზარდეთ. ჯერ ვიყავით  ჯგუფელები, მერე – უახლოესი მეგობრები, მერე  – შეყვარებულები, მერე – ცოლ-ქმარი და ახლა ვართ გაშორებული ცოლ-ქმარი, რომლებსაც ამხელა შვილები გვყავს.

– გულისწყვეტა არ ახლავს ამ ყველაფერს?

– ყველაფერმა გადაიარა. გულისწყვეტა, განცდები, ემოციები მაშინ არის, როდესაც ახალი გაშორებული ხარ. წლები რომ გავიდა, მივხვდით, რომ სწორად მოვიქეცით, ასეთი ურთიერთობა რომ გავაგრძელეთ. კარგად წარიმართა ბავშვების აღზრდაც და ჩვენი ურთიერთობაც უფრო ჯანსაღია. ამდენი წლის შემდეგ კარგი თუ გაგვახსენდება ძველი დროიდან.

თავიდან, რა თქმა უნდა, იყო გულისწყვეტა და ორივე ვეგუებოდით ცალკ-ცალკე ცხოვრებას. ახლა კი ეს ჩემზე აღარ მოქმედებს. ორივემ ერთად, წყნარად მივიღეთ გაშორების გადაწყვეტილება. ბავშვები პატარები იყვნენ, ვკინკლაობდით, ყველაფერზე ნერვები გვეშლებოდა და მივხვდით, რომ ცალ-ცალკე უფრო მშვიდად ვიქნებოდით ყველა.  ჩემს შვილებს რომ ჰკითხოთ, ყველგან კარგად არიან – ჩემთანაც, ვახოსთანაც და ჩემს დედამთილთანაც.

– პირადი ცხოვრება ააწყვეთ მას მერე?

–  გათხოვების გადაწყვეტილება აღარ მიმიღია, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში რა ხდება, ამაზე არასოდეს ვსაუბრობ.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”