თუში ქალისა და დანიელი ვიკინგის სიყვარულის ამბავი

თუში ქალისა და დანიელი ვიკინგის სიყვარულის ამბავი,,სარკე”, ია ქუთათელაძე

ჩვენი რესპონდენტი ეკა ჭვრიტიძეა, რომელსაც  ბედმა 16 წლის ასაკში გაუღიმა და ამერიკაში აღმოჩნდა. სკოლაც იქ დაამთავრა, უნივერსიტეტშიც ჩააბარა, მაგრამ მოულოდნელად უკან დაბრუნდა.

ნამდვილი თუშის ხასიათი აქვს, შეუპოვარი, გაუტეხელია. დღეს წარმატებული მეღვინეა, შეძლო და უძველესი ქართული ვაზის ჯიში – ქისი – თავის მიწაზე გააშენა. მომავალი ქმარი საქართველოში გაიცნო. დანიელი ოლაფი წლების განმავლობაში საქართველოში საერთაშორისო პროგრამით მუშაობდა. მათი გზები საერთო პროექტზე მუშაობის დროს გადაიკვეთა და აღარც დაშორებულან.

 ეკა ჭვრიტიძე:

– აქ მოწვეულ სპეციალისტად მუშაობდა ჩემი მომავალი მეუღლე ოლაფი, რომელიც წარმოშობით დანიელი იყო, კოპენჰაგენიდან, ნამდვილი ვიკინგი, საოცრად განათლებული, მომხიბვლელი, 7 ენაზე მოსაუბრე. საქართველოში.

მაშინ 22 წლის ვიყავი, არასდროს მყოლია შეყვარებული. ეს იყო ჩემთვის პირველი სიყვარული, ყოვლისმომცველი, გადავირიე! ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობაც დიდი გახლდათ და პირველ ოჯახსაც გაშორებული იყო. 6 თვეში გავყევი ცოლად. ჩემი მშობლები თავიდან წინააღმდეგები იყვნენ, მაგრამ თუშური ხასიათი გამოვამჟღავნე – ჯიუტი,. ასაკი ჩემთვის ბარიერი არ გამხდარა.

შეიძლება მაშინ ზოგიერთები ფიქრობდნენ, რომ ჩემზე ბევრად უფროს უცხოელს ფულის გამო მივყვებოდი, მაგრამ არ მედარდებოდა, რადგან ძალიან მიყვარდა.

ჩვენი სიყვარული ერთი წუთითაც არ გაფერმკრთალებულა, დღესაც ისე გვიყვარს ერთმანეთი, როგორც პირველ ხანებში. მას შემდეგ თითქმის 15 წელი გავიდა. გვყავს ორი მშვენიერი შვილი, ნიკოლოზი და ნინო. ორივე საქართველოში გავაჩინე, 7 წელი ამერიკაში ვიცხოვრეთ. ჩემი მეუღლე პროფესორია და იქ ლექციებს კითხულობდა. შემდეგ გადავწყვიტეთ საქართველოში დაბრუნება. უყვარს საქართველო, თუმცა ვიცი, რომ ჩემთან ერთად ყველგან იცხოვრებდა (გაგრძელება).