მამა სერაფიმე: ,,ჩემი ცოლი დღემდე ყველაზე მეტად მიყვარს, ბავშვებზე მეტადაც”

მამა სერაფიმე: ,,ჩემი ცოლი დღემდე ყველაზე მეტად მიყვარს, ბავშვებზე მეტადაც"მამა სერაფიმემ მონაზვნობის აღქმა მამა გაბრიელის საფლავთან დადო, სადაც მომაკვდავ ცოლთან ერთად მივიდა და მისი გადარჩენა შესთხოვა.

-ქრისტინა ორსულად იყო.ერთ დილას რომ გავიღვიძე,ვერ ვიცანი,გასიებული იყო. ექიმებმა ვერაფერი გაუგეს. ცუდი ანალიზები ჰქონდა,ჰემოგლობინი – 40.დამეწყო პანიკა, ისტერიკები, რომ შეიძლებოდა, დამეკარგა.სიგიჟემდე მიყვარდა და დღესაც მიყვარს.მან მითხრა, იმის კი არ მეშინია, რომ მოვკვდები,მეშინია, რომ ჩემს მერე შენ კიდევ ვიღაც ქალი გეყოლებაო.ვუთხარი, ჯვარი დავიწეროთ-მეთქი.წავიყვანე მამა გაბრიელის საფლავზე, დავდე მიწაზე და მამა გაბრიელს მივმართე, რასაც ხალხი შენზე იძახის,ის თუ მართალია, გეხვეწები,გადამირჩინე და ამისთვის ჩემი სიცოცხლე თუ იქნება საჭირო მონაზვნობაში,მას დავტოვებ-მეთქი. მეორე დილით ის ქრისტინა დამიბრუნდა, როგორიც იყო. რომ გადარჩა, ვთქვი: ,,რა აზრები აღარ შემოვა განსაცდელის დროს თავში”.

მერე სამუშაო დავკარგე,ვერაფერს ვაკეთებდი… ერთხელ დედაო დამესიზმრა – არ გრცხვენია, რას შეპირდი ღმერთს და რას აკეთებო. ეს რამდენჯერმე განმეორდა. ერთ დილას 4 საათზე ავდექი  და წავედი, – მოყვა მამა სერაფიმე ,,ნანუკას შოუში”.

– როცა ჩავბარდი მონასტერს, ქრისტინას ვუთხარი, თუ ვინმე შეგიყვარდება,არ შეგზღუდავ-მეთქი. დღესაც მრცხვენია ამ სიტყვების, მან თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, თავსაფარი აიღო, შეიკრა და მითხრა, რას მეუბნები, ცოცხალი ქმრის წინაშე ქვრივად დამტოვეო… ქრისტინა ყველაზე მეტად მიყვარს, ბავშვებზე მეტადაც. დღემდე ჩემი მეორე ნახევარია. მართლა გჯერათ, რომ ვინმე მომხედავს? ისევ ის თუ მომხედავს. სულ ჩემ გვერდით არის, დღემდე  ჩემს მშობლებთან ცხოვრობს. ის უფრო მონაზონია, ვიდრე მე, ის უფრო იზღუდავს თავს.ქრისტინას უსასრულოდ ვუყვარვარ, – მოყვა ნოე სულაბერიძის გადაცემაში.