ლოლა წერეთლის შეყვარებული ახალგაზრდა ბიზნესმენია – ,,დედამისი უკვე გავიცანი”

ლოლა წერეთლის შეყვარებული ახალგაზრდა ბიზნესმენია - ,,დედამისი უკვე გავიცანი"მომღერალი ლოლა წერეთელი ახალგაზრდა ბიზნესმენზეა შეყვარებული. ამის შესახებ მან ,,პოსტივში”, მერიკო კარტოზიას გადაცემაში ისაუბრა.
ლოლა ახალი სიყვარულის შესახებ უკვე თამამად საუბრობს და ამბობს, რომ თავისი რჩეულის დედაც გაიცნო, რომელსაც მარგო ჰქვია.
ლოლა წერეთელი რამდენიმე თვის წინ საქართველოდან რუსეთში გაემგზავრა, სადაც რესტორანში მღეროდა და პანდემიის რთულ პერიოდს იქ ატარებდა. ახლა კი ისევ საქართველოშია და, სავარაუდოდ, საქმიანობასაც აქ გააგრძელებს.

რამდენიმე თვის წინ ლოლა ,,სარკესთან” ყვებოდა, რომ საფრანგეთში მცხოვრებ  სომეხ მამაკაცთან ჰქონდა მიმოწერა და ის სთხოვდა, რომ საფრანგეთში ჩასულიყო.

ლოლა ქმართან, გიორგი წერეთელთან გაშორების შემდეგ თავს ცუდად გრძნობდა, იყო ტკივილი, სევდა, მაგრამ ახლა მის ცხოვრებაში აბსოლუტურად ახალი ეტაპი დაიწყო.

ფუტბალ.ჯი-ს ფოტო