თამუნა ჩიხლაძე: ,,აქამდე ლეპტოპი ფარავდა ამბავს, რის გამოც დიდი ხანია, პიჯაკები ბოლომდე აღარ მეკვრება”

თამუნა ჩიხლაძე: ,,აქამდე ლეპტოპი ფარავდა ამბავს, რის გამოც დიდი ხანია, პიჯაკები ბოლომდე აღარ მეკვრება'',,ფორმულას” ჟურნალისტი, თამუნა ჩიხლაძე მესამე გოგოს მოლოდინშია. ის დეკრეტულ შვებულებაში გავიდა.

,,როგორც ჩანს, ამ დრომდე ლეპტოპი მაინც ფარავდა ამბავს, რის გამოც დიდი ხანია, პიჯაკები ბოლომდე აღარ მეკვრება. ჩემმა მესამე გოგომ მოთმინებით ისმინა მოცარტზე მეტად პოლიტიკური კრიზისის ამბები, და ბოლოს ისეთი აქცია მოაწყო, წავედით კომპრომისზე.
დროებით ვტოვებ ,,კომენტარს”, პროექტს, რომელიც ამ მოკლე დროში ძალიან შემიყვარდა. ამისთვის მადლობა ბევრ ადამიანს ,,ფორმულაზე”, – წერს ჟურნალისტი.