ია ფარულავა: ,,ჩემი ქმარი მოძალადე იყო, მცემდა”

ია ფარულავა: ,,ჩემი ქმარი მოძალადე იყო, მცემდა",,ფა­რუ­ლი კონ­ვერ­ტის” წამყვანმა, მსახიობმა ია ფარულავამ ,,ღამის კურიერში” ნინუცა მაყაშვილის შესახებ ისაუბრა, რომელმაც მის გადაცემაში მოყვა, თუ როგორ უსწორდებოდა მსახიობი ბესო ზანგური, როცა დაქორწინებულები იყვნენ. ია ფარულავამ თავისი ცხოვრებიდან წლების წინანდელი ამბავიც გაიხსენა, როცა თავადაც ძალადობის მსხვერპლი იყო.

მისი პირ­ვე­ლი ქმარი რა­მაზ ჩანტლა­ძე იყო, რომელიც, მისი თქმით, ეჭვიანობის გამო ცოლზე ძალადობდა.

-ეს გა­და­ცე­მა, სა­დაც ნი­ნუ­ცა იყო სტუმ­რად, უჩე­მოდ და­ი­გეგ­მა. მინდა, დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ,,ფა­რუ­ლი კონ­ვერ­ტის” ყო­ფილ პრო­დი­უ­სე­რებს, ქეთი გუნ­ცა­ძეს და ეკა გვა­ხა­რი­ას, ასე­ვე ჩემი გუნ­დის წევ­რს,ავთო ჩი­ტი­ძეს. თა­ვად მო­ი­ფიქ­რეს, მი­ვიდ­ნენ ნი­ნუ­ცას­თან და და­გეგ­მეს ყვე­ლა­ფე­რი. მად­ლო­ბა ნი­ნუ­ცა შენ, რომ მოხ­ვე­დი და ისა­უბ­რე. ეს ჩემ­თვი­საც ახ­ლო­ბე­ლი თე­მაა.

ჩემი მრა­ვა­ლი ქორ­წი­ნე­ბე­ბი­დან პირ­ვე­ლი, რო­დე­საც 17 წლის ვი­ყა­ვი, ძა­ლა­დო­ბე­ბით სავ­სე იყო. პირ­ვე­ლი ქმა­რი მო­ძა­ლა­დე იყო, მცემ­და, გავ­რბო­დი, ცო­ტას მეც ვურ­ტყამ­დი. დახ­მა­რე­ბა არა­ვის­თვის მი­თხო­ვია, მრცხვე­ნო­და, მეთ­ქვა ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის.

1984 წელი იყო, წარ­მო­იდ­გი­ნეთ სცე­ნა – მომ­დევს მო­ძა­ლა­დე, რომ მცე­მოს, შევრბი­ვარ იტა­ლი­ურ ეზო­ში, ქალს ვეხ­ვე­წე­ბი, რომ შე­მიშ­ვას და იმ ქალ­მა კარი არ გა­მი­ღო.

ყვე­ლას ძა­ლი­ან უყ­ვართ ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ფილ­მი “ფეს­ვე­ბი”, იცით, რა­ტომ არის იქ ღა­მის სცე­ნა? ღამე ჩუ­მად გა­ვი­პა­რე, რომ ეს სცე­ნა გა­და­მე­ღო. რო­დე­საც გა­ი­გო ამ ფილ­მის შე­სა­ხებ, მაგ­რად მჟეჟა. ხში­რად ქა­ლებს ეს მო­ძა­ლა­დე­ე­ბი უყ­ვართ. მო­ძა­ლა­დე მა­ნი­პუ­ლა­ტო­რია, გა­ცო­დებს თავს, თა­ვი­სი ფა­ზე­ბი აქვს ამა­საც, აფეთ­ქე­ბით, მერე დათ­ბო­ბით და მე­ო­თხე ფა­ზაა სა­ჩუქ­რე­ბი. ხში­რად იმი­ტომ არ მო­დი­ან ქა­ლე­ბი, რომ უყ­ვართ, – განაცხადა ია ფარულავა,.