ანი ბებია: ,,ყველაზე საოცარი რამ არის ლაქტაცია, რაც უფალმა გვაჩუქა”

ანი ბებია: ,,ყველაზე საოცარი რამ არის ლაქტაცია, რაც უფალმა გვაჩუქა''მსახიობი ანი ბებია აქვეყნებს ფოტოებს, როგორ აჭმევს შვილს, პატარა ჯერის და წერს:
,,ალბათ აბდა-უბდად დავწერ. დარწმუნებული ვარ, ბევრს არ მოგეწონებათ, თუმცა უფრო მგონია, რომ მოგეწონებათ, მაგრამ საკუთარ თავს არ გამოუტყდებით. მე ძალიან მომწონს! ყველაზე საოცარი რამ არის ლაქტაცია, რაც უფალმა გვაჩუქა და თან მართლა ლამაზია და რა ვქნა.  Nini Ninuca Photography – მადლობა ამ გოგოს ამ ფოტოებისთვის”.
,,ბედნიერი ვარ, რომ მესამეს ვზრდი ბუნებრივი კვებით,ულამაზესი ფოტოა”, ,,ეს ყველაზე ლამაზი, სიყვარულით სავსე და ამოუცნობი ფენომენია”, ,,საოცარი გრძნობაა. ეს ყველამ უნდა გამოსცადოს”, – წერენ კომენტარებში.