ვახო სანაია: ,,მესამედ რომ ვიქორწინე, მეორე ცოლთან ყველაფერი გარკვეული მქონდა, მისთვის არ მიღალატია”

ვახო სანაია: ,,მესამედ რომ ვიქორწინე, მეორე ცოლთან ყველაფერი გარკვეული მქონდა, მისთვის არ მიღალატია"ტელეჟურნალისტმა ვახო სანაიამ ლელა წურწუმიას გადაცემაში თავის პირად ცხოვრებაზე ისაუბრა და მისი მეორე ცოლის სკანდალური სტატუსი გაიხსენა. 

-ბრაზილიური ოჯახი მაქვს. პირველი ცოლი გადასარევადაა მესამესთან, მეაამე ცოლი გადასარევადაა პირველთან,  ყველა ცოლი ძალიან კარგად არის ჩემთან და ჩემს ოჯახთან, დედაჩემთან, მამაჩემზე ყველა გიჟდებოდა. ერთი პატარა ბრაზილია მაქვს მოწყობილი საქართველოში… იმ სტატუსით შთაბეჭდილება დარჩა, რომ მეორე ცოლი რომ მყავდა, სახლიდან გავედი და მესამე ცოლი მოვიყვანე და ეს ფეისბუქით გაიგო.

რა სისულელეა, არ მიღალატია მისთვის. ჩვენი ურთიერთობა დავასრულეთ, გარკვეული გვქონდა ყველაფერი. მესამედ რომ ვიქორწინეთ, აქეთ დამთავრებული მქონდა ყველაფერი. მაგრამ როგორ გინდა, აუხსნა ამდენ ხალხს ყველაფერი, როცა შენი მეორე ცოლი ასეთ სტატუსს წერს შენზე. შეცდომა იყო ამ სტატუსის დაწერა, მაგრამ რა ვქნათ, ახლა გადასარევი ურთიერთობა გვაქვს ყველას ერთმანეთთან.

მოკლედ, მეც და თამუნამაც ვთქვით, რომ ემოციური ფონი ახლდა ყველაფერს და მოდი, ძალიან ვიწრო წრეში მოვაწეროთ ხელი, რამდენიმე ადამიანი წავიდეთ და ვივახშმოთო. საღამოა, ვვახშმობთ უბრალოდ. განსაკუთრებული არაფერი ხდება. ვიღაცამ ფოტო გადაიღო, რომ გვერდით მიზის ქალი, რომელიც არის პატარძალი და ეს ფოტო მეორე ცოლს ჩაუგდო. მე მინდოდა, ეს ამბავი კარგად გამოსულიყო, რომ პრესისთვის არ ყოფილიყო ხელმისწვდომი, მაგრამ ასე მოხდა, მისი ემოციაც დაემატა და ეს სტატუსი დაიწერა, – ამბობს ვახო სანაია.

ჟურნალისტს სამი ქორწინებიდან ოთხი შვილი ჰყავს.