ძლიერი თავბრუხვევა, გულისრევა, წონასწორობის დარღვევა… – რა დიაგნოზი დაუსვეს კახა კალაძეს

ძლიერი თავბრუხვევა, გულისრევა, წონასწორობის დარღვევა... - რა დიაგნოზი დაუსვეს კახა კალაძესთბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ ვერ­ტებ­რო-ბა­ზი­ლა­რუ­ლი სინ­დრო­მი და­უ­დას­ტურ­და და კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობს.

,,მე­გობ­რე­ბო, უამ­რა­ვი შე­ტყო­ბი­ნე­ბა მომ­დის, მწე­რენ ნაც­ნო­ბე­ბი და სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი, თუ სად ვარ და რა­ტომ არ ვჩან­ვარ აქ­ტი­უ­რად.

თავს ვალ­დე­ბუ­ლად ვთვლი, მო­გა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია: და­მი­დას­ტურ­და ვერ­ტებ­რო-ბა­ზი­ლა­რუ­ლი სინ­დრო­მი და ვეს­ტუ­ბუ­ლო­პა­თია, რის გა­მოც ვიმ­ყო­ფე­ბი სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვებ­ზე თბი­ლი­სის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში. ვმუ­შა­ობ დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში და ვაგ­რძე­ლებ მკურ­ნა­ლო­ბას. მინ­დო­და, ეს ინ­ფორ­მა­ცია ჩემ­გან მი­გე­ღოთ. შეხ­ვედ­რამ­დე!” – წერს კა­ლა­ძე.

ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა თავის ტვინის კომპლექსურi დაავადებაa, რომელიც წრამოიქმნება ტვინში სისხლის მიმოქცევის შემცირების გამო.

ვესტიბულური ნეირონიტი, იგივე მწვავე პერიფერიული ვესტიბულოპათია, ვესტიბულური ნევრიტი _ ეს არის უეცრად აღმოცენებული ხანგრძლივი, ძლიერი თავბრუხვევა, რომელსაც თან სდევს გულისრევა, ღებინება, წონასწორობის დარღვევა, შიშის განცდა. ძლიერდება თავის გატოკებისას ან პოზის შეცვლისას.

,,ეს მდგომარეობა მძიმე ასატანია, ბევრი რამდენიმე დღე საწოლიდან ვერც კი დგება. ზოგჯერ ვითარდება ყურების შუილი და გაჭედილობა. სმენა არ ქვეითდება. არის შემთხვევები, როდესაც შეტევები მეორდება რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ”, – ვკითხულობთ მკურნალ.ჯე-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში.