,,წავიდა ცოლ-შვილთან, გულგატეხილი და ტკივილებით დაღლილი!” – გიორგი ოთხმეზური 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

,,წავიდა ცოლ-შვილთან, გულგატეხილი და ტკივილებით დაღლილი!'' - გიორგი ოთხმეზური 66 წლის ასაკში გარდაიცვალააკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის შვილი, ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური მძიმე სენით გარდაიცვალა. როგორც მისი ბიძაშვილი, მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე ,,პრაიმტაიმთან” ამბობს, მას ცოტა ხნის წინ დაუსვეს დიაგნოზი, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა.

-ჯანმრთელი იყო, არაფერს უჩიოდა. დაახლოებით სამი კვირის წინ დაბალი სიცხეები დაეწყო. გაიკეთა ტესტი, თუმცა კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მერე გაუკეთდა ბიოფსია და ბოლო სტადიის სიმსივნე აღმოჩნდა. ამ აზრთან შეგუებაც ვერ მოვასწარით, ისე უცებ მოხდა ყველაფერი. არავის არ გვითქვამს, რომ სიმსივნე აღმოაჩნდა, მაგრამ რახან ბიოფსია გაუკეთდა და სითხე ჩაუდგა ფილტვში, მაშინვე მიხვდა, რა დიაგნოზიც დაუდგინდა. კლინიკაში არ წოლილა, სახლში გარდაიცვალა. აი, ასე უცებ ორ დღეში გათავდა კაცი, – უთხრა ნანა ლორთქიფანიძემ ,,პრაიმტაიმს”.

,,წა­ვი­და თა­ვის ცოლ-შვილ­თან… გულ­გა­ტე­ხი­ლი და ტკი­ვი­ლე­ბით დაღ­ლი­ლი!!!” – წე­რენ 66 წლის ისტორიკოსზე ახ­ლობ­ლე­ბი.

მარიკა ლორთქიფანიძის და გიორგი ოთხმეზურის ოჯახში დიდი ტრაგედია 2004 წელს დატრიალდა. ისტორიკოსს 18 წლის ვაჟი, დავითი მოუკლეს.

2019 წელს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ისტორიკოსის შვილის მკვლელობაში ბრალდებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა.