ეკა მამალაძე: ,,ჩემი პირველი დედამთილი გასაგიჟებელი ადამიანი იყო”

ეკა მამალაძე: ,,ჩემი პირველი დედამთილი გასაგიჟებელი ადამიანი იყო"მომღერალი ეკა მამალაძე:

-ჩემი პირველი დედამთილი გასაგიჟებელი ადამიანი იყო. 55 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ ის ცოტა ხანი, რაც ვიცნობდი, არასდროს დამავიწყდება. მეორე დედამთილიც საოცარი ადამიანია და ყოველთვის ვამბობდი, რომ სწორედ მისნაირი უნდა იყოს დედამთილი.

– ისევ ხართ პირადი ბედნიერების ძიებაში თუ თვლით, რომ ეს თემა გუშინდელი დღეა?

– არაფერი გვიანი არ არის. ჩვენ, ქართველებს, გვაქვს ცუდად აღქმული, რომ თითქოს 60 წლის ასაკში როგორ შეიძლება სიყვარულზე და გათხოვებაზე ფიქრი. ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ თუ გამოჩნდა სიყვარული, ეს ჩემთვის მიუღებელი არ იქნება.

28 წლის ვიყავი, რომ დავქვრივდი და ორი შვილით დავრჩი მარტო. როცა მივხვდი, რომ ცხოვრება უნდა გამეგრძელებინა, გავაგრძელე კიდეც. ეს არ ნიშნავს, რომ ჩემს მეუღლეს და მის ოჯახს პატივს არ ვცემდი. შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ჩემი პირველი ქმრის, გოგის, დაბადების დღეს, 3 მაისს, ოჯახში ყოველთვის აღვნიშნავთ. ეს ტრადიცია არც მაშინ დარღვეულა, როდესაც მეორე ქმარი მყავდა (ინტერვიუ სრულად).

,,სარკე”, ავთო ჩიტიძე