ხატია ბრაჭული მეგობარ მამაკაცთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს – ,,წარსულში ქექვა სუსტი ნებისყოფის ადამიანების პრობლემაა”

ხატია ბრაჭული მეგობარ მამაკაცთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს - ,,წარსულში ქექვა სუსტი ნებისყოფის ადამიანების პრობლემაა"მსახიობი ხატია ბრაჭული, რომელიც საზოგადოებამ სერიალ ,,ჩემი ცოლის დაქალებიდან” გაიცნო, სადაც ბაქარ ორჯონიკიძის ცოლის როლს თამაშობდა, რამდენიმე წელია, რა ამერიკაში ცხოვრობს. ის ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში ფოტოებს, მაგრამ კითხვებზე არ პასუხობს და არც ჟურნალისტებს ეკონტაქტება.

ბოლო დროს კი ხშირად აქვეყნებს შავკანიან მეგობართან ერთად გადაღებულ რომანტიკულ ფოტოებს.

-ჩემთვის სიყვარული დიდ ემოციურ მდგომარეობასთან ასოცირდება.და გამომხატველია ყოველგარი აღმატებულის, ნათელის, სიკეთის. არ შეიძლება შეყვარებული იყო და არ იყო ბედნიერი.

ძნელია იმის თქმა, როგორი ცოლი ვიქნები, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ ერთფეროვნება არ მიყვარს. მინდა, საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება მქონდეს. ახლაც თვითონ ვქმნი სიტუაცებს იმისთვის, რომ არ მოვიწყინო.

გარდა ამისა, ქალი ცოტა იდუმალიც უნდა იყოს. რაღაც უნდა ჰქონდეს ისეთი, რაც მის მიმართ მუდმივ ინტერესს გამოიწვევს. ყოველდღიური რუტინა აფერმკრთალებს სიყვარულს და მოსაწყენია. მე მინდა, მუდმივად შეყვარებული მეუღლის როლში ვიყო.

– თქვენი პერსონაჟი სერიალიდან ,,ჩემი ცოლის დაქალები” მეძავი იყო. როგორ ფიქრობთ, სადაც სიყვარულია, ქალის წარსულს არ აქვს მნიშვნელობა?

– წარსულის კარს ბოლომდე ვერასოდეს გამოკეტავ. გინდა თუ არა, ის შენი ცხოვრების ნაწილია და ამ აზრს თუ შეეგუები, ბევრად მარტივი გახდება ყველაფერი. წარსულის შეცდომები არ არის მთავარი, მნიშვნელოვანია, ვინ ხარ და ვინ გინდა იყო. ნებისმიერი ადამიანის მოგონებებში არის რაღაც ისეთი, რასაც სასიამოვნოდ გაიხსენებს.

ხშირად მსმენია, ურთიერთობაში უამრავი პრობლემა სწორედ წარსულის გამო იქმნებაო, მაგრამ თუ ჯანმრთელი ფსიქიკის ხარ, ასე არ მოხდება. წარსულში ქექვა უფრო სუსტი ნებისყოფის, ჩამოუყალიბებელი ადამიანების პრობლემაა, _ ყვებოდა ხატია ბრაჭული ,,სარკესთან” ამერიკაში გამგზავრებამდე.