ქართული სამზარეულო და ტურისტები

ქართული სამზარეულო და ტურისტები

ქართული სამზარეულო ტრადიციული ქართული კერძებისა და სასმელების ერთობლიობა, და ის საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა. კერძები საკმაოდ მრავალფეროვანია და საქართველოს კუთხეების მიხედვით განსხვავებულია თავისი გემოვნური მახასიათებლებით.

ქართული სამზარეულო არათუ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, არამედ მეზობელი და სხვა შორეული ქვეყნების მცხოვრებლებისთვის გამორჩეულია. როგორც ქვეყნის ვიზიტორები აღნიშნავენ, ქართული კერძები და ღვინო არის მათი საქართველოში სტუმრობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

საქართველოში ტურისტები განსაკუთრებულად ისეთ რესტორნებს ანიჭებენ უპირატესობას, სადაც ტრადიციული ქართული კერძები მზადდება. Reddit-ზე ისინი ძირითადად საუკეთესო ქართულ რესტორანს ეძებენ.

– „I’m visiting Georgia for two weeks; could you kindly recommend the best restaurant in Tbilisi?’’- ეს არის ის ძირითადი კითხვა, რასაც ტურისტები Reddit-ზე სვამენ.

რომელი ქართული კერძია ტურისტებისთვის საყვარელი?

ქართველებს ჩვენი ქვეყნის სამზარეულოს კერძებიდან, განსაკუთრებულად გვიყვარს ხაჭაპური. სწორედ ამიტომ არსებობს ის  საქართველოს კუთხეების მიხედვით განსხვავებული სახეობის. ქვეყნის ყველა მხარეში მას განსხვავებული დამატებითი ინგრედიენტებითა და ტექნოლოგიით ამზადებენ, თუმცა მთავარი: ცომი და ყველი ყველგან უცვლელია.

ხაჭაპური ტურისტებისგანაც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კერძია.

– „I tried a number of different cuisines while in Georgia, but my favorite is Khachapuri. It is, in my opinion, a national treasure of Georgian culture. I’ve had this meal before, but this time I had the best khachapuri in Tbilisi. I will surely return for the khachapuri.“ – ეს არის ერთ-ერთი ტურისტის მიერ შეფასებული ხაჭაპური.

ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ მთავარ კერძს ხინკალი წარმოადგენს. მისი გული ღორისა და საქონლის ხორცის ნარევისგან შედგება, ხოლო გარეკანი ცომისგან დამზადებულ ტომარას ჰგავს. ხინკალი ხარშვის წესით მზადდება.  კერძის ისტორია აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში იღებს სათავეს. თუმცა, ხინკლის სხვადასხვა ვარიაციები მთელ კავკასიაშია გავრცელებული.

მისი გამორჩეული გემოვნური თვისებების გამო, გასაკვირი არ არის, რომ ხინკალი ტურისტების საყვარელი კერძია.

– „I’m aware that Georgians have a delectable meal called Khinkali. Where can I get best Khinkali in Tbilisi?“  –  ეს კითხვაც Reddit-ზე ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია.

აქტუალური კითხვების ჩამონათვალში შედის:

– „Friends, where can I find the greatest Shkmeruli in Georgia?“

და ასევე:

– „I’m curious whether you’ve experienced Ojakhuri, what it’s like, and where it’s best cooked.”

ტურისტები და „Bread & Wine”

ზემოთ ჩამოთვლილ კითხვებს ერთი საერთო აქვთ, ყველა მათგანის პასუხი რესტორან „Bread & Wine”-ს უკავშირდება. ტურისტები ერთმანეთს ურჩევენ, რომ თუ კი სადმე სურთ რომელიმე ქართული ტრადიციული კერძის დაგემოვნება, აუცილებლად „Bread & Wine”-ს უნდა ესტუმრონ.

კერძების გამორჩეული გემოვნური თვისებები, ორიგინალური ინტერიერი, თბილი გარემო და გემოვნებიანი მუსიკა –  ეს ის ჩამონათვალია. რის გამოც „Bread & Wine” ტურისტების საყვარელი ადგილი გახდა.

„Bread & Wine”-ს სხვა რესტორნებიდან კიდევ ერთი რამ გამოარჩევს. ეს არის გამართული ციფრული მარკეტინგი, რომელიც ნებისმიერი ბიზნესისთვის წარმატების მომტანია.