ბარონესა ცისნამი საყვარლიშვილის ამერიკული ცხოვრება – ,,ჰამპტონებში, ჩვენს მა­მუ­ლებ­თან, სულ ვარსკვლავები ცხოვრობენ”

ბარონესა ცისნამი საყვარლიშვილის ამერიკული ცხოვრება - ,,ჰამპტონებში, ჩვენს მა­მუ­ლებ­თან, სულ ვარსკვლავები ცხოვრობენ"ცის­ნა­მი საყ­ვარ­ლიშ­ვილ­მა, რომელმაც ემიგრანტული გზა იტალიიდან დაიწყო და ამერიკაში გააგრძელა, ყველა ის სურვილი აისრულა, რაზეც გურჯაანის სოფელ ვაჩნაძიანში, ღარიბ ოჯახში გაზრდილი გოგონა ოცნებობდა.

მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი ზღაპარი კი მაშინ დაიწყო, როცა ამერიკაში გერმანელი ბარონი, გვა­რად ვან მალ­სო­ნი გაიცნო და მასზე იქორწინა.

-ჩემი მეუღლე  მამის მხრიდან გერმანელი ბარონია. მეუბნებოდა, ხელს რომ მოვაწერთ, ბარონესა გახდებიო და ახლა უკვე ასეა.  უნდა, რომ ორი ბიჭი გავუჩინო და ამ ტიტულს უფროსს გადასცემს. ოცი წლითაა უფროსი. დედოფალივით მაცხოვრებს და მეც ხელისგულზე ვატარებ.  ჩემს ქმარს „სტენფორდი“ აქვს დამთავრებული, პროფესიით ჟურნალისტია, „სიბისიზე“ მუშაობდა. წერს სტატიებს მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემებზე.

ვიცი, ბევრი იტყვის, ცოლად ფულის გამო გაჰყვაო, მაგრამ რა ფული, ისეთი მაგარი ტიპია, ასეთ კაცთან ყოფნა ოცნებაა. მზეჭაბუკს ვეძახი,  – ყვება ცისნამი ქართულ გამოცემებთან.

პირველი ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა, ქმარს გაშორდა. ჰყავს ვაჟი, ირაკლი, რომელიც ისევე, როგორც ბევრი ემიგრანტის შვილი, დედისგან შორს გაიზარდა.

,,მეოთხე კურსის სტუდენტი ვიყავი, გაბერილი რომ დავდიოდი უნივერსიტეტში და ლექტორები მეხუმრებოდნენ, უნივერსიტეტში მოგიწევს მშობიარობაო. ბოლო დღეებიც კი უნივერსიტეტში გავატარე. 2008 წლის 3 აპრილს გაჩნდა, ჩემი მზეჭაბუკი და გაანათა ჩემი ისედაც განათებული სამყარო. მეძუძური დედა ვიყავი და ისე ვაბარებდი ბოლო გამოცდებს, პატარა ირაკლი გულჩახუტებული დამყავდა ჩემთან ერთად.

ასე გავატარეთ ერთი წელი ჩახუტებულებმა, სულ მკერდზე მეკიდა, ხოლო ერთი წლის მერე ერთმანეთს დავშორდით.
სამწუხაროდ, მეუღლემ მიმატოვა, მცირეწლოვანი ბავშვით სამშობლოში სამსახური ვეღარ ვნახე და სამუშაოს საშოვნელად უცხო ქვეყანაში წავედი. ასე გაიზარდა და იზრდება ირაკლი ჩემგან შორს, ოკეანის გაღმა მხარეს.

იტალიაში ცხოვრების დროს წელიწადში ორჯერ ჩავდიოდი სამშობლოში და ჩვენი ერთთვიანი შეხვედრები იწყებოდა. დედას კომპიუტერის ეკრანიდან სცნობდა. დედაჩემი ჩემს ფოტოებს აჩვენებდა და ასე იცოდა პატარამ რომ დედა ჰყავდა. სამშობლოში ყოფნის დროს სულ ერთად გვეძინა, ყველგან ერთად დავდიოდით, ერთმანეთს ვეფერებოდით და ვკოცნიდით.

ეს იყო ჩვენი დროებითი დედაშვილური ურთიერთობა. მის ცხოვრებაში ყველაფერს გამოვაკლდი, როგორც ყველა ემიგრანტი დედა და ფაქტობრივად ,,სკაიპით” გავზარდე შვილი, თუ ამას გაზრდა ჰქვია.

ჩვენ შორის ჩუმი სიყვარულია. მე სულ მიყვარხარ, – ვეუბნები, მაგრამ ის ვერ ბედავს ხოლმე მაგ სიტყვის ასე ხშირად თქმას. “მიყვარხარ, დედა” – იშვიათად მეუბნება, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ ჩემს ერთადერთ სისხლსა და ხორცს, აუცილებლად გულში ვუყვარვარ ან როგორ დავადანაშაულო, როცა წლებია დედის გარეშე იზრდება და დედის სითბო და სიყვარული რა არის, არ იცის. ეს არის ბევრი ემიგრანტი დედა-შვილის პრობლემა.

,,სკაიპით” ურთიერთობა, გაუთავებელი საუბრები, რომელიც მატერიალიზმში გადადის. დედა ეს მინდა, ეს მჭირდება, ეს მიყიდე, ეს გამომიგზავნე, ასეთია ურთიერთობა. ახლა უკვე დიდი ბიჭია და სამომავლო გეგმებზე ვსაუბრობთ, რომ მალე ჩამოვიდეს ამერიკაში, რაც შეიძლება მალე დაიწყოს თამაში “NBA Junior”-ში. მას მხოლოდ კალათბურთი

აინტერესებს და მასზე საუბარი ახარებს. შესაბამისად ჩვენი საუბრებიც კალათბურთს ეხება.
გულახდილად ვამბობ, რომ ცხოვრებამ მოიტანა და არ ვარ კარგი დედა. მე ვერ წავიყვანე პირველად ბაღში, ვერ ვესწრებოდი მის საბავშვო ზეიმებს, ვერ გავაცილე სკოლაში, მისი კლასელები არ მცნობენ, არ ვარ ირაკლის ცხოვრებაში. ჩვენ ერთმანეთი მაგრად გვაკლია და იმ დაკარგულ წლებს ვერანაირი მატერიალიზმი ვერ შეავსებს.

ახლა მხოლოდ იმაზე ვზრუნავ რომ მალე იყოს ჩემ გვერდით და მალე ჩავიხუტო გულში.
ღამე თვალებს რომ ვხუჭავ, სიზმარში სულ პატარა ირაკლი მესიზმრება, რომელიც ხელებგაშლილი მოდის ჩემკენ და ღუღუნებს: ,,არ წახვიდე, დედა.”

მაგრამ მე წავედი, გაჭირვებამ დედობა გვერდზე გადამადებინა და წავედი. ზუსტად ასეთი რთულია ყველასთვის ვინც შვილებისგან შორსაა, მაგრამ ადამიანს თურმე ყველაფრის ატანა შეუძლია: მონატრება, ოჯახისგან და შვილისგან შორს ყოფნა.

მე და ირაკლის რამდენიმე ფოტო გვაქვს ერთად, არც მაგაში გამოვირჩევით. მალე ავანაზღაურებ ყველა დაკარგულ დროს და ერთად ვიქნებით. რამდენი შვილიც უნდა მეყოლოს, ის ჩემთვის ნომერი პირველია და მის ადგილს ჩემს გულში ვერავინ დაიკავებს”, – წერდა ერთი წლის წინ სოციალურ ქსელში ცისნამი საყვარლიშვილი.

მის ცხოვრებაში კიდევ ერთი რამ არის, რაც მას ტკივილით ავსებს. ის დედამ გააშვილა.

-ნაშვილები ვარ. ძალიან საყვარელმა ოჯახმა გამზარდა. ორი წლის შემდეგ ეყოლათ საკუთარი შვილი – ოთარ საყვარლიშვილი, კახეთში ცნობილი მუსიკოსია. ბიოლოგიურ დედას არ ვუნდივარ, არადა მისი ასლი ვარ.  მუცელაკრული დადიოდა, ხალხს რომ ორსული არ დაენახა. ჩუმად გამაჩინა და დამტოვა, – ყვება ცისნამი საყვარლიშვილი.

ქართველი ბარონესა ამბები.ჯი-სთან ამბობს, რომ ის ჰამპტონებში ცხოვრობს და ჰოლივუდის ვარსკვლავები მისი მეზობლები არიან.

– ჰამპტო­ნებ­ში, ჩვენს მა­მუ­ლებ­თან ახ­ლოს სულ ვარ­სკვლა­ვე­ბი ცხოვ­რო­ბენ. აქ ხში­რად ვხვდე­ბი ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს.  ალეკ ბოლ­დუ­ინ­თან ჩვენს ოჯახს ახლო მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებს. ალე­კი ჩემი მე­უღ­ლის ბა­დია – ასე ეძა­ხი­ან ერ­თმა­ნეთს, – უთხრა ცოტა ხნის წინ ამბები.ჯი-ს ცისნამი საყვარლიშვილმა.