ნიგვზიანი აჯიკა

ნიგვზიანი აჯიკაინგრედიენტები
1.მწვანილების რაოდენობა სურვილის მიხედვით:

2.საშკვლავი

3.რეჰანი

3.ყვითელი ყვავილის ფოთლები (ზაფრანა)

4.ქონდარი

5.ქინძი

6.ოხრახუში

7.გატარებული ნიორი

8.მწვანე, ახალი წიწაკა

9.მარილი (კარგად უნდა ემჩნეოდეს)

10.გატარებული ნიგოზი (მწვანილის რაოდენობის ნახევარი)
სურვილის მიხედვით შეიძლება ცოტა ცერეცოს დამატებაც

11.ძმარი – აჯიკის  სალათებზე მოსხმისას

მომზადების წესი
ყველა მწვანილი, ნიორი და წიწაკა გარეცხეთ, დაწურეთ, დაჭერით და დანაყეთ;

შეურიეთ დანაყილი ნიგოზი, მარილი (უნდა ეტყობოდეს კარგად) და აურიეთ;

გადაიტანეთ თავდახურულ ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში;

გამოყენება

აიღეთ საჭირო რაოდენობის აჯიკა და გახსენით ძმარში, თუ ძმარი მაგარი და მძაფრია, მაშინ დაამატეთ გადადუღებული წყალი. სისქე დამოკიდებულია, თუ რისთვის იყენებთ. მაგ. კიტრისა და პომიდვრის სალათისთვის საჭიროა ბაჟეს სისქის აჯიკის მასა.

ეს აჯიკა ინახები რამდენიმე კვირა – თავდახურული ჭურჭლით მაცივარში.

დატოვეთ თქვენი კომენტარი