ბორის ბედიას ახალი შეყვარებული ჰყავს – “15 კილო დავიკელი და ბინა გავყიდე”

ბორის ბედიას ახალი შეყვარებული ჰყავს - "15 კილო დავიკელი და ბინა გავყიდე"ბორის ბედია სცენაზე ბავშვობიდან დგას და დიდი პოპულარობით სარგებლობს. მართალია, ბოლო დროს ხშირად აღარ აქვს კონცერტები და აღარც პრესაში ჩანს, მაგრამ მის მიმართ საზოგადოების ინტერესი არ განელებულა.

ბორის ბედიას ცხოვრებას და შემოქმედებას სკანდალებიც არ აკლია, რასაც ხელს მისი გულახდილობაც უწყობს.

– ბორის, ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, განაცხადეთ, რომ ფინანსური პრობლემების გამო ბინის გარეშე დარჩით, თუმცა იქვე აღნიშნეთ, რომ დაღმართს აღმართი მოსდევს, დადექით აღმართზე?
– ყოველთვის არის პრობლემები, მაგრამ კარგიც გამოანათებს ცხოვრებაში და ყველაფერი ლაგდება. ბოლო პერიოდში ყველაფერი დალაგდა, „ბლექ სი არენაზე“ გვქონდა „ჩხიკვთა ქორწილი“, სადაც ფურორი მოვახდინეთ, ათი ათასზე კაცზე მეტი დაესწრო კონცერტს, ამ შესაძლებლობისთვის უდიდეს მადლობას ვუხდი ჯემალ და გია ბაღაშვილებს.
სახლს რაც შეეხება, ბინა გავყიდეთ და ბებიასთან ვცხოვრობთ დროებით.

– რატომ გახდა საჭირო ბინის გაყიდვა?
– მე მქონდა ვალები. ცხოვრებაში ხშირად ხდება, როცა საშუალება არ აქვს ადამიანს, იყო ბევრი ფული, იყო უქონლობაც და სწორედ ამ დროს გავყიდეთ ბინა. ღვთის წყალობით, არის პატარ-პატარა პროექტები, კონცერტები და წინ მივდივარ. ვგეგმავ ალბომის გაკეთებას.

– ბორის, ცოტა ხნის წინ, შენი სახელი ერთ სკანდალში გაჟღერდა, უცხოელი ქალი აცხადებდა, რომ ის თქვენი შვილის დედაა და ბავშვს ალიმენტს არ უხდით, როგორ დალაგდა თქვენი ურთიერთობა?

– ყველაფერი დალაგდა, მეტს არაფერს ვიტყვი. ღმერთის წყალობით, ყველაფერი დამთავრდა. ბავშვს ჩემი გვარი აქვს.

– ალბომის გამოცემის გარდა, სხვა რა გეგმები გაქვს ახლა?
– 20 ოქტომბერს „ივერიას“ 50 წლის იუბილეა. რჩეული ნომრები იქნება წარმოდგენილი, მათ შორის „ჩხიკვთა ქორწილიდან“, ამ ღონისძიებისთვის ვემზადები. წონაშიც კი დავიკელი 15-16 კილო. როცა სცენაზე დგახარ, აუცილებელია ფორმაში ყოფნა. ყოველდღე დავრბივარ იპოდრომზე, ოთხი თვეა ვვარჯიშობ, სწორად ვიკვებები და 5 საათის შემდეგ არ ვჭამ.

– შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– პირად ცხოვრებაში კარგად ვარ, შეყვარებული მყავს. ვაპირებ დაქორწინებას და მალე დაგპატიჟებთ ქორწილში.

– ვინ არის თქვენი რჩეული, რამდენი ხანია ერთად ხართ?
– 3-4 თვეა რაც ეს ადამიანი ვიპოვე. არის ცხოვრებაში ეძებ ეძებ, ისიც გეძებს და ბოლოს იპოვით ერთმანეთს.

– ქართველია?
– რა თქმა უნდა ქართველია, ადამიანის ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის, მთავარია, ადამიანი იყოს.

– რითი მოგხიბლათ თქვენმა სატრფომ?
– ჯერ გარეგნობით, ამავე დროს თავმდაბალი ადამიანია. პატივს მცემს, ჩემი ხელოვნება მოსწონს, მეც მომწონს მისი საქმიანობა.

– საუბრისას აღნიშნეთ, რომ ბევრი კონცერტები არ გაქვთ, რა არის თქვენი შემოსავლის წყარო, კორპორატიული წვეულებები?
– კორპორატიულებიც არის, მაგრამ შემცირდა ამ ტიპის კონცერტები. ისეთი დაძაბულობაა ქვეყანაში ხალხს არ ეკონცერტება. ფინანსური კრიზისი შოუ-ბიზნესზეც აისახა. მე მყავს კარგი მეგობრები, მილიონებს არ მჩუქნიან, მაგრამ მეხმარებიან. მე მაქვს ჩემი წილი სიკეთე გაკეთებული თავის დროზე და არის ხალხი, ვისაც ეს ახსოვს, ვისაც არ ახსოვს, კარგად იყოს. რაც შეეხება რესტორანს, მე იქ არ ვიმღერებ. რამდენი წელია, მანდ აღარ მიმუშავია.

– რატომ, ჰონორარი არ მოგწონთ?
– ჰონორარიც დაბალია, წვალებაა. შეურაცხყოფას არ ვაპატიებ არავის. სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს, ვერიდები ასეთ შემთხვევებს, ჩემი მტერი წავიდა ციხეში.

ბევრი კარგი ადამიანი დადის რესტორანში, მაგრამ „ლოხებიც“ დადიან და ჩემს ახალგაზრდობას ან ნერვებს ნამდვილად ვერ შევწირავ მათ. მიჩხუბია კიდეც, მაგრამ შემდეგ შევრიგდით. ნახალოვკელი კაცი ვარ და ჩხუბი არავის არ უკვირს.

რეიტინგი