„ვინც ჩემს შვილს იპოვის, ბოდიშს ვუხდი, მისი მიტოვება ჩემთვის სიკვდილს ნიშნავს” – საბურთალოზე მიტოვებული ჩვილი იპოვეს

„ვინც ჩემს შვილს იპოვის, ბოდიშს ვუხდი, მისი მიტოვება ჩემთვის სიკვდილს ნიშნავს" - საბურთალოზე მიტოვებული ჩვილი იპოვეს19 სექტემბერს თბილისის ერთ-ერთ სკვერში საბურთალოზე მიტოვებული ჩვილი იპოვეს.

კალათში, რომელშიც ბავშვი იყო, წერილი და პამპერსები იპოვეს.

წერილის შინაარსი „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა.

„ვინც ჩემს შვილს იპოვის, ბოდიშს ვუხდი. ღმერთმა დიდი ბედნიერება მარგუნა, მაგრამ არ შემიძლია შვილს მოვუარო. მისი მიტოვება ჩემთვის სიკვდილს ნიშნავს. ჯერ ისე პატარა და ისე უმწეოა… თუმცა, ის შიმშილით სიკვდილისთვისაა განწირული. ჩემი პატარას მიტოვება იძულებითი გადაწყვეტილებაა, მაგრამ რეალობა, რომელშიც მე ვცხოვრობ ამას მაიძულებს. დღეს მხოლოდ 1.60 ლარი მქონდა, კალათში ვტოვებ ორ ცალ პამპერსს.

შვილო, როცა გაიზრდები, ალბათ, მაპატიებ, სიცოცხლის ბოლო წამამდე შენზე ვიფიქრებ და ცრემლს არ გავიშრობ, მაგრამ მირჩევნია ვიცოდე, რომ სადღაც, თუნდაც ჩემგან შორს ცოცხალი ხარ. იმედი მაქვს, ღვთის შეწევნით კარგი ადამიანების ხელში მოხვდები.

არ ვიცი ჩემი დანაშაულია თუ არა, რომ არ მაქვს ელემენტარული თანხა რომ მოგიარო. შენ ხომ იცი ჩემო პატარავ, რომ უკვე მესამე დღეა მშიერი ვარ, მაპატიე, რომ დედობა ვერ შევძელი. იქნებ ოდესმე შევხვდეთ კიდეც. შენთვის ვილოცებ“ – წერს ქუჩაში ნაპოვნი ახალშობილის დედა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი