ყოფილი ტელეწამყვანი საქართველოში ქმრის გარეშე, შვილთან ერთად ჩამოვიდა. ამის გამო ჭორები აგორდა, რომ ნუკი ქმარს, ამერიკელ ბენი ხაიმს გაშორდა.
ტელეწამყვანმა ინსტაგრამში ამ ჭორს წერტილი დაუსვა და თქვა, რომ ბენი სამსახურიდან გამომდინარე ამერიკაში დარჩა და რამდენიმე დღეში ისიც საქართველოში ჩამოვა. იმ მომენტში, როცა ნუკი ლაივში ამის შესახებ საუბრობდა, ბენმა ნუკის უპასუხა: ,,ლამაზი გოგო ხარ”. ნუკიმ უპასუხა:
,,ბენ, სამუშაოს დაუბრუნდი, ძალიან მიყვარხარ… ჩემი და ბენის დაშორების შესახებ ჭორები აგორდა. შეიძლება 4-7 წელი კრიტიკულად ითვლება და იმიტომ. 4 წელია ერთად ვართ და ალბათ გვიწინასწარმეტყველეს, მაგრამ არ ვშორდებით. სპეციალურად ჩამოვედი ბენიზე ადრე, რომ თავი მოვიწესრიგო, თმა, ფრჩხილები და ლამაზად გავატაროთ ზაფხული”.