სათვალთვალო კამერამ უცნაური არსება დააფიქსირა – ვიდეო

სათვალთვალო კამერამ უცნაური არსება დააფიქსირა - ვიდეოვრცელდება სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რომელიც ამერიკელი ვივიან გომესის სახლთან არის გადაღებული. კადრებში ჩანს უცნაური არსება, რომელიც  ეზოში დადის.

ვივიანმა სოციალურ ქსელში ისიც დაწერა, რომ სახლს სხვადასხვა კამერა ჰქონდა, თუმცა ეს უცნაური არსება მხოლოდ ერთმა კამერამ დააფიქსირა. ახლა ქალი დაინტერესებულია იმით, კიდევ გამოჩნდა თუ არა სხვის ტერიტორიაზეც ის და სთხოვს ყველას, რომ კამერის ჩანაწერები შეამოწმონ. ვიდეოს მილიონობით ნახვა აქვს.