ენგურზე შესაძლოა წყლის დონემ ძალიან მაღალ ნიშნულს მიაღწიოს – მობილიზებული უნდა იყოს მოსახლეობა და შესაბამისი სამსახურებიც

ენგურზე შესაძლოა წყლის დონემ ძალიან მაღალ ნიშნულს მიაღწიოს - მობილიზებული უნდა იყოს მოსახლეობა და შესაბამისი სამსახურებიც12 ივნისს დღის მეორე ნახევრიდან და 13 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, პარალელურად კი ქარის გაძლიერება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

დასავლეთ საქართველოს მთაში და მაღალმთაში მოსულმა და მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა, ასევე მაღალი ტემპერატურის ფონზე მყინვარის დნობამ შესაძლებელია, ენგურის შენაკადებზე წყლის დონემ მაღალ ნიშნულს მიაღწიოს. შესაბამისად, მობილიზებული უნდა იყოს მოსახლეობაც და შესაბამისი სამსახურები.

რეზონანსი