ძლიერი წვიმის გამო ვერეს ხეობაში მანქანით მოძრაობა აიკრძალა

ძლიერი წვიმის გამო ვერეს ხეობაში მანქანით მოძრაობა აიკრძალათბილისში მოსული ძლიერი წვიმის გამო ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა შეიზღუდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

,,გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით – მდინარე ვერეს ხეობაში მოქმედებს მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ამ დროისთვის, თბილისის მასშტაბით, საგანგებო სამსახურში 25 შეტყობინებაა შემოსული.

შეტყობინებების უმრავლესობა დიდუბე-ჩუღურეთისა და ვაკე-საბურთალოს უბნებს უკავშირდება. ყველა გამოძახების ადგილზე გასულია სამაშველო ჯგუფები და მიმდინარეობს სამუშაოები.

ასევე, ძლიერი წვიმა მოვიდა შიდა ქართლის რეგიონში. სულ საგანგებო სიტუაციების სამსახურში შემოვიდა 20 შეტყობინება, ძირითადად დატბორილი იყო ქუჩები, ყველა მათგანზე რეაგირება უკვე მოახდინეს მაშველებმა.

გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში წვიმის შედეგად გზაზე ჩამოიშალა ქვიშა, შესბამისი სამსახურების მიერ გზის სავალი ნაწილი უკვე გაიწმინდა,”- ნათქვამია განცხადებაში.