ამერიკაში რუსთაველი, 25 წლის ილიკო ჯიქია გარდაიცვალა

ამერიკაში რუსთაველი, 25 წლის ილიკო ჯიქია გარდაიცვალაამერიკაში, ფილადელფიაში რუსთაველი ახალგაზრდა გარდაიცვალა.

25 წლის ილიკო ჯიქიას მშობლები წლებია ამერიკაში ცხოვრობენ, თვითონ 3 წლის წინ დაოჯახდა და აპირებდა მეუღლსთან ერთად საცხოვრებლად ამერიკაში გადასვლას.

,,ინფო რუსთავს” გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის ახლობელი ესაუბრა: “ანევრიზმით გარდაიცვალა, ღამე დაიძინა და დილით უნახავთ გარდაცვლილი. ეს იყო ნათელი, უმწიკვლო, სუფთა ადამიანი. საბუთებს აფორმებდა და მეუღლესთან ერთად აგვისტოში ამერიკაში აპირებდნენ გადასვლას”.

ინფორუსთავი