როგორ მოიგოთ მამაკაცის გული

როგორ მოიგოთ მამაკაცის გულითქვენი ოცნების მამაკაცის დანახვისას ცდილობთ, რაც შეიძლება სწრაფად მოიგოთ მისი გული, მაგრამ ამ მიზნისთვის ყველა ხერხი არ გამოდგება.

მისი ინტერესები და გატაცებები

ის ფეხბურთის, თხილამურების ან ჯაზის მოყვარულია? დაინტერესდით, რა უყვარს, მაგრამ გაითვალისწინეთ, მხოლოდ თავაზიანი ცნობისმოყვარეობა არ დაგეხმარებათ.

რჩევა: მისი გატაცებების მიმართ გულწრფელი ინტერესი გამოამჟღავნეთ, ამას დააფასებს.

შორს ნიღაბი

მისი გულის მონადირებაზე ოცნებობთ და საკუთარ ნაკლს პუდრით ნიღბავთ. შედეგად ისე გამოიყურებით, როგორც პლასტმასის თოჯინა.

რჩევა: მამაკაცები ცივ და უმეტყველო ლამაზ სახეებს ინსტინქტურად გაურბიან. სამაგიეროდ კარგი ხასიათისა და იუმორის მქონე ქალებზე ყოველთვის დიდი მოთხოვნაა.

ქუსლი მოტყდა

სამყაროსავით ძველი ფანდია: უმწეო ქალის როლის თამაში, საბურავის გამოცვლა, ფეხსაცმლის ქუსლის მოტეხა.

რჩევა: გაცნობა “მიშველეთ-დამეხმარეთ” სტილში შესანიშნავი სიუჟეტია მელოდრამების სცენარისთვის, ცხოვრებაში ეს ფანდი იშვიათად მუშაობს.

თვალთა ისარი

საჭირო არ არის მომნუსხველი მიშტერებული მზერით მამაკაცი კედელზე მიალურსმოთ. ის ეცდება, “ტყვიის დაშენას” გაექცეს.

მამაკაცი აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას ქალის ხანმოკლე, მოკრძალებულ და ნაზ გამოხედვას.

შემთხვევითი გაცნობა

მამაკაცმა რომ შეგამჩნიოთ, ჩასაფრებას იწყებთ: კარში “უეცრად” შეეჯახეთ, მის მაგიდასთან “შემთხვევით” დაჯექით.

რჩევა: მამაკაცებს არ მოსწონთ “ნადავლის” როლში ყოფნა, რომლის კვალს მიაგნეს და უთვალთვალებენ.

დეკოლტე და მინი

როდესაც მამაკაცი ქალს ღია ეროტიკულ სამოსში ხედავს, რა თქმა უნდა, ყურადღებას აქცევს, მაგრამ ასეთი ჩაცმულობა მასში მდაბალ ფიქრებს აღძრავს.

რჩევა: თუ პრეტენზია მეტზე გაქვთ, სხვაგვარად ჩაიცვით. სამოსი ისე შეარჩიეთ, რომ მან ბევრი არ დაინახოს, მაგრამ მეტის ხილვის სურვილი გაუჩნდეს.

სარკისთვის მოამზადა აზა გაგოშიძემ