მაია ასათიანი: “პირველი, რის გამოც არ მოვიკალი თავი, დედაჩემი იყო”

მაია ასათიანი: "პირველი, რის გამოც არ მოვიკალი თავი, დედაჩემი იყო"მაია ასათიანმა 23 მაისს საკუთარ გადაცემაში ცნობილ ადამიანებს დედებთან ერთად უმასპინძლა, დასკვნით ნაწილში კი საკუთარი დედა ნინო კალანდარიშვილი მიიწვია და საზოგადოებას შემდეგი სიტყვებით გააცნო…

“თუ მე გადავრჩი და ცოცხალი ვარ, თუ შემიძლია სიარული და სუნთქვა, ვიღვიძებ და ვხედავ მზეს, შემიძლია სამსახურში მოვიდე და დაგელაპარაკოთ, ამ ქალის დამსახურებაა. ეს არის ადამიანი, რომლის გამო დავრჩი ცოცხალი. ამ ქალმა თავი გადადო, რომ მე მეცოცხლა და მე ცოცხალი ვარ ”

მიუხედავად მეგობრული და თბილი ურთიერთობებისა, თურმე მაია დედასთან ხშირად ჩხუბობდა და კამათობდა, მაგრამ ნუცას არყოფნამ ბევრი რამ შეცვალა.

ქალბატონი ნინო თავადაც პატარა ყოფილა, როცა მაია შეეძინა, შეიძლება ითქვას, რომ დედა-შვილი ერთად იზრდებოდა, როგორც თავად ამბობს, ის იყო ადამიანი, რომელზეც იქით უნდა ეზრუნათ, მაგრამ ნუცას ტრაგედიის შემდეგ გავქვავდი, ქვა და რკინა გავხდიო. თუ 2-3 წლის წინ მაიას სიჯიუტე აღიზიანებდა, დღეს ამბობს, რომ უყვარს, რადგან ამ სიჯიუტემ ითამაშა დიდი როლი მის ფეხზე დაყენებაში.

ემოციური იყო ის ნაწილი, როცა მაიამ დედას პირდაპირ ჰკითხა, გქონდა თუ არა შიში, რომ მეც აღარ ვიქნებოდი ამქვეყნადო…
-კი, მქონდა და ამიტომაც მინდა ყოველ წამს გხედავდე, სულ მინდა ვიდეოზარით გელაპარაკო, რადგან შენს ორ თვალში მე ისეთი რაღაცების დანახვა შემიძლია, რაც შესაძლოა, სხვამ ვერ შეამჩნიოს.

მაია:
– დამისვამს საკუთარი თავისთვის კითხვა, რატომ არ მოვიკალი თავი მაშინ?? პასუხი თავადვე ვიცი. პირველი, რის გამოც არ მოვიკალი თავი, დედაჩემი იყო, წარმომიდგა მისი სახე და მივხვდი, რომ ამას დედა ვერ გადაიტანდა, 2 მიცვალებულს დედა ვერ წამოიყვანდა…

-კი, ასე იყო ნამდვილად, მე ამას ვერ გადავიტანდი. რეალუარდ მოძრავი მიცვალებული წამოგიყვანეთ, რომელიც სუნთქავდი, მაგრამ, საბედნიეროდ, დღეს აქ ხარ..

დასასრულ, მაიამ დედას საჯარო მადლობა გადაუხადა.

მშობლები