კარალეთელმა გოგონამ ემიგრანტი მშობლების დასაბრუნებლად ბიზნესი წამოიწყო

კარალეთელმა გოგონამ ემიგრანტი მშობლების დასაბრუნებლად ბიზნესი წამოიწყო17 წლის გოგონამ საკუთარი ბიზნესი წამოიწყო – მალე სილამაზის სალონს გახსნის. ფიქრობს, რომ მშობლები მხოლოდ მაშინ დაბრუნდებიან, თუ ის ფინანსურად დამოუკიდებელი იქნება. ამიტომ მშობლებისგან გამოგზავნილი ფულით საქმის წამოწყება გადაწყვიტა.
-მინდა, რომ ჩემი მშობლები დაბრუნდნენ ემიგრაციიდან. ეს კი მაშინ მოხდება, როდესაც მე ფინანსურად უზრუნველყოფილი ვიქნები. ამიტომ გადავწყვიტე სილამაზის სალონის გახსნა, – ამბობს ანნა ჭეჭელაშვილი რადიო ,,მოზაიკასთან”.
17 წლის ანნა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში ცხოვრობს. მისი მშობლები თითქმის 3 წელია ემიგრაციაში იმყოფებიან.

-ჩემი ოჯახის კეთილდღეობისათვის დედას და მამას ემიგრაციაში წასვლამ ძალიან დამაფიქრა. როდესაც პირველი გზავნილი ჩამერიცხა, მივხვდი, რომ მხოლოდ ფული არ არის ბედნიერებისათვის საჭირო. მათი წასვლის პასუხისმგებლობა მეც მეკისრებოდა, ამიტომ გადავწყვიტე, ის ფული არ დამეხარჯა, შემეგროვებინა და ოჯახური ბიზნესი დამეწყო, – ამბობს ანნა.

რადიო მოზაიკა