ჯონდი ბაღათურიას ოჯახი განსაცდელშია: ,,სიმსივნე აღმოაჩნდა, თურქეთში მიმყავს, მოცდას აზრი არ აქვს”

ჯონდი ბაღათურიას ოჯახი განსაცდელშია: ,,სიმსივნე აღმოაჩნდა, თურქეთში მიმყავს, მოცდას აზრი არ აქვს",,გთხოვთ. მოიხსენიოთ უძლურებაში მყოფი ჩემი მეუღლე ნათია”, – დაწერა ,,ქართული დასის” ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ. როგორც გაირკვა, მის მეუღლეს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს.

-ორი დღის წინ გავიგეთ, რომ ნათიას სიმსივნე აქვს. ექიმებმა ჯერ ვერ დაადგინეს, სიმსივნე მკერდიდანაა წამოსული თუ ფილტვიდან. 14 წლის წინაც ჰქონდა მკერდზე ეს პრობლემა და მაშინ გადავრჩით.

ერთი წელია დადის ექიმებთან, რენტგენს უღებდნენ ფილტვებზე, ბოლოს კიდევ რომ მოგვთხოვეს რენტგენის გადაღება, იქ გამოჩნდა ფილტვზე რაღაც წერტილი, შემდეგ მაგნიტორეზონანსული
ტომოგრაფია გადავიღეთ, მეორე დღეს გაუკეთეს ექოსკოპია, ახლა კი მორფოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

გვეუბნებიან, 99 პროცენტით სიმსივნე არისო, თან ავთვისებიანი, უმჯობესია, იყოს მკერდის სიმსივნე და შორს წასული, ვიდრე ფილტვზე აღმოაჩნდესო. ორშაბათს უკვე ნათია თურქეთში მიმყავს სამკურნალოდ. აქ მოცდას აზრი აღარ აქვს, – ამბობს ჯონდი ბაღათურია მშობლები.ჯი-ს ჟურნალისტ რუსკა კილასონიასთან.

ჯონდი ბაღათურიას და მის მეუღლეს, ნათია ფოფხაძეს სამი შვილი ჰყავთ – ერთი ვაჟი და ორი გოგონა.