,,გილოცავ, უძლიერესო გოგო” – ვისთან ერთად აღნიშნა 42-ე წელი მაია ასათიანმა

,,გილოცავ, უძლიერესო გოგო" - ვისთან ერთად აღნიშნა 42-ე წელი მაია ასათიანმატოქ შოუ ,,პროფილის” ავტორმა და წამყვანმა მაია ასათიანმა 2 მაისს თავისი უახლოესი მეგობრები შეკრიბა და 42-ე წელი თბილ, სიყვარულით სავსე გარემოში აღნიშნა. ამის ამსახველი ფოტო გადაცემის ფეისბუქგვერდზე აიტვირთა. მაიას 3000-ზე მეტმა ადამიანმა მიულოცა.

,,დღეს კი არა, ყოველდღე მისი დღეა. უზომოდ გულისხმიერი და უზომოდ მზრუნველი გოგოსი…. გილოცავ, მაიკო. უზომოდ მიყვარხარ, შენ და შენი გადაცემა, უფრო სწორად, გადაცემებს შორის უზენაესი გადაცემა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და მადლობა ამისთვის შენ და მთლიანად არხს ამისთვის…. ყოველდღე გეტყვი, რომ საჭირო ხარ ჩემთვის. ყოველდღე გეტყვი უდიდეს მადლობას… უზომოდ მიყვარხარ… უცნობები კი ვართ. მაგრამ რაღაცნაირად ჩემიც ხარ”, ,,ზუსტად ასეთი როგორიც თქვენ ხართ, წარმომიდგენია – ქართველი ქალი, დედა, მეგობარი, ახლობელი, ნათესავი, მეზობელი. ბევრი რომ არ გავაგრძელო – მუხლს ვიდრეკ თქვენ წინაშე”, ,,ჯამრთელობას გამძლეობას. გისურვებ, ძლიერო. ქალბატონო. ჩემი 86 წლის დედიკოც გილოცავთ. რომელსაც ძალან უყვარხართ”, ,,გმირი გოგო ხარ და დაუსწრებლად მიყვარხარ…უფალმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს…წელთა სიმრავლე და მხნეობა შენ, კეთილო გოგო”, ,,გამძლეობას გისურვებ, ატანას რთული ცხოვრების და ხალხის, რომლებიც ვერ მალავენ ეგოიზმს. მიყვარხარ და გითანაგრძნობ შენსავით გულმოკლული დედა. მხნეობა და უფლის წყალობა არ მოგკლებოდეს”, ,,გილოცავ, ჩემო საყვარელო გოგო, შენ საუკეთესო ხარ, გამორჩეული და ყველასგან განსხვავებული უძლიერესი ქალი… დაგლოცოს უფალმა”, – წერენ სოციალურ ქსელში.

მაია ასათიანი მისი უანგაროდ გაღებული სიკეთის გამოც უყვართ. ის ბევრ ადამიანს უდგას გვერდით. ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ერთ ასეთ ისტორიას აქვეყნებს ფეისბუქში:

მამა ანდრია 16 წლის იყო, ბერად რომ აღიკვეცა. მალევე გარდაიცვალა სიმსივნით. მან დედას სთხოვა, რომ ტკივილი სიმსივნით დაავადებული ბავშვების მოვლით დაეძლია. დედა თინათინმა თანამოაზრეებთან ერთად ბერი ანდრიას ფონდი ჩამოაყალიბა და დიდ დიღომში თავშესაფარი გახსნა. ძირითადად რაიონებიდან ჩამოსული ბავშვები სარგებლობენ, რადგან მათ თბილისში დასარჩენი არ აქვთ.

ფონდმა ბევრი ბავშვი სიკვდილს გამოგლიჯა. ბევრის სიცოცხლის ხარისხიც გაუმჯობესდა და ერთ-ერთი მათგანი, ვინც ამ ფონდზე ზრუნავს, მაია ასათიანია. ეს არავინ იცოდა, თავად ფონდის გარდა. ის ყოველი ხელფასიდან აი, ასე, ჩუმად რიცხავდა ფულს”.

ბერი ანდრია სიცოცხლეს აგრძელებს. ის ჩვენგან ელის მაიას და სპარტაკის მსგავს ადამიანებს, რათა ბევრი ბავშვი გადარჩეს”.