ახალგაზრდებს ჩხრეკენ მეტროსადგურებთან, გზებზე, მანქანებში – ,,არაფერი აუხსნიათ, მაშინვე გადავიდნენ საქმეზე”

ახალგაზრდებს ჩხრეკენ  მეტროსადგურებთან, გზებზე, მანქანებში - ,,არაფერი აუხსნიათ, მაშინვე გადავიდნენ საქმეზე"თბილისის მეტროსადგურებთან ადამიანებს ჩხრეკენ – სოციალურ ქსელებში ამის გამო უკმაყოფილებას ვერ მალავენ.

,,ვარკეთილის მეტროსთანაც ჩხრეკენ გაშმაგებით. გამაჩერეს, ჯიბე გაქვს გამობერილი და გვაჩვენე, რა გიდევსო”, – წერს მწერალი ოთარ ჯირკვალიშვილი.

,,დიდუბის მეტროს გასასვლელთან პოლიცია რატომ ჩხრეკს ახალგაზრდებს? რეიდია?
ისეთი უსიამოვნო იყო, 90-იანები გამახსენდა და კინაღამ პოლიციის მაგივრად მილიცია ჩავწერე სტატუსში”, – წერს პოეტი გიორგი ლობჟანიძე.

ანალოგიური სიტუაციაა ყველა მეტროსადგურთან. ასევე – პოლიცია აჩერებს მანქანებს და მგზავრებს ჩხრეკენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნიკა როსტომაშვილმა დაწერა:

,,პატრულმა გაგვაჩერა (არაფერი დაგვირღვევია), გადმოგვიყვანეს მანქანიდან, გაგვჩხრიკეს ჯერ ჩვენ, მერე მანქანა სრულად, მერე ჩვენი ჩანთები სრულად. ყველაფერი ამოიღეს და დაათვალიერეს... განაგრეთ კითხვა. 

ადამიანები კითხვას სხვამენ, პოლიციას აქვს ამის უფლება? ან რატომ ატარებენ ასეთ რეიდებს. ჯერჯერობით შსს განმარტებებს არ აკეთებს.