80 წლის ირაკლი კვირიკაძე 6 წლის შვილთან ერთად საქართველოში ბრუნდება – ,,ჩემი ახალგაზრდა ცოლი ღმერთმა გამომიგზავნა” – ოჯახური ფოტოები

80 წლის ირაკლი კვირიკაძე 6 წლის შვილთან ერთად საქართველოში ბრუნდება - ,,ჩემი ახალგაზრდა ცოლი ღმერთმა გამომიგზავნა" - ოჯახური ფოტოებირეჟისორი და სცენარისტი ირაკლი კვირიკაძე და რეჟოსორი ნანა ჯორჯაძე ერთმანეთს რამდენიმე წლის წინ გაშორდნენ. 2013 წელს ანაპაში გამართულ კინოფესტივალზე ჟიურის წევრად მიწვეულმა 74 წლის ირაკლი კვირიკაძემ საზოგადოებას თავისი ახალგაზრდა ცოლი, დიზაინერი და მოდელი ტომა სტენკო წარუდგინა.

-შეუღლებული ვარ ახალგაზრდა, ნიჭიერ დიზაინერთან. ეს გოგონა ღმერთმა გამომიგზავნა. გვყავს ჩვილი შვილი – ირაკლი კვირიკაძე უმცროსი, რომელიც ძალიან მგავს. ის ლონდონში დაიბადა. წინა ოჯახი მეც დავტოვე და ჩემმა ახლანდელმა მეუღელმაც. სიბერეს ვერ ვგრძნობ, მხნედ ვარ, მაქვს მოზღვავებული ენერგია და 74 წლის ასაკში თუ შემიძლია მამა გავხდე, რატომაც არ უნდა გავაგრძელო ფილმების გადაღება, – განაცხადა მაშინ ირაკლი კვირიკაძემ.

სცენარისტი და რეჟისორი რუსულ გამოცემასთან ამბობს, რომ ის 80 წლის ასაკში ოჯახთან ერთად სამშობლოში ბრუნდება, რადგან თავის უპირველეს მოვალეობად 6 წლის ვაჟისთვის ქართულის სწავალა მიაჩნია.

-ჩემი შვილი 6 წლისაა. ორჯერ ჩავიყვანე საქართველოში, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. მინდა, სრულფასოვანი ქართველი იყოს, ქართული ენა იცოდეს და ეს თვითონაც სურს. ქართულად ფრაზებიც იცის, მაგრამ მშობლიური ენა შორიდან არ ისწავლება. ის რომ შეისისხლხორცო, ქართულ სამყაროში უნდა იცხოვრო.

ბავშვი ახლა თუ არ ჩავიყვანე, ერთი ან ორი წლის მერე გვიანი იქნება. მშობლიურ ენად სხვა ენას მიიჩნევს და ქართული მისთვის მეორე ენად დარჩება. ამას კი მე არ დავუშვებ, – ამბობს რუსულ ინტერნეტგამოცემასთან ხელოვანი.

ამჟამად ირაკლი კვირიკაძე კიდევ ერთი ფილმის გადაღებისთვის ფინანსების მოძიების პრიცესშია. მოქმედება ვითარდება გასული საუკუნის 40-იანი წლების საქართველოში, როდესაც საბჭოთა კავშირმა,  ამერიკამ და დიდმა ბრიტანეთმა რკინიგზა გაიყვანეს.

ქეთევან მამაცაშვილი, ასავალ-დასავალი

80 წლის ირაკლი კვირიკაძე 6 წლის შვილთან ერთად საქართველოში ბრუნდება - ,,ჩემი ახალგაზრდა ცოლი ღმერთმა გამომიგზავნა" - ოჯახური ფოტოები

80 წლის ირაკლი კვირიკაძე 6 წლის შვილთან ერთად საქართველოში ბრუნდება - ,,ჩემი ახალგაზრდა ცოლი ღმერთმა გამომიგზავნა" - ოჯახური ფოტოები

80 წლის ირაკლი კვირიკაძე 6 წლის შვილთან ერთად საქართველოში ბრუნდება - ,,ჩემი ახალგაზრდა ცოლი ღმერთმა გამომიგზავნა" - ოჯახური ფოტოები