ნინი ბადურაშვილი: ,,რისთვის გავიარეთ ტექდათვალიერება, თუ მაინც ყველა ტრანსპორტი ბოლავს?!”

ნინი ბადურაშვილი: ,,რისთვის გავიარეთ ტექდათვალიერება, თუ მაინც ყველა ტრანსპორტი ბოლავს?!"მომღერალი ნინი ბადურაშვილი ტექდათვალიერების შესახებ ფეისბუქში წერს:

„ვიცი, ამ თემაზე ბევრს ვწერ, მაგრამ არ შემიძლია, არ ვიკითხო კიდევ ერთხელ! რისთვის გავიარეთ ტექდათვალიერება, თუ მაინც ყველა ტრანსპორტი ბოლავს და მონჯღრეულია?!”.

მომღერლის ამ სტატუსს ბევრი კომენტარი ახლავს. ერთ-ერთი წერს, რომ ყველა მანქანა უპრობლემოდ გადის ტექდათვალიერებას, თუკი მძღოლი 60 ლარს გადაიხდის.